Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფრანგეთმა ღვინის წარმოება 2%-ით შეამცირა

2010 წლის მონაცემთა შეჯამების შედეგად ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა მიმდინარე წელს ღვინის წარმოება 2%-ით შეამცირა და 45, 7 მილიონი ჰექტოლიტრი შეადგინა. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ყურძნის წლევანდელი მოსავალი ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე უარესი იყო, 2008 წლის რეკორდულად ცუდი მაჩვენებლის შემდეგაც კი. საფრანგეთიდან ღვინის ექსპორტის მოცულობა 2010 წლის იანვარ-სექტემბერში 7%-ით, ხოლო თანხობრივი თვალსაზრისით 13%-ით გაიზარდა (შამპანურის გაყიდვის ხარჯზე). შამპანურის გატანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ 45%-ით, თანხობრივად კი 50%-ით გაიზარდა. 2010 წლის ოქტომბერში საფრანგეთმა 34, 9 მილიონი ბოთლი შამპანური ჩამოასხა, რაც 2009 წლის იმავე თვეში გამოშვებული შამპანურის რაოდენობაზე 1,2%-ით მეტია. ოქტომბრის თვეში ფრანგული შამპანურის ექსპორტი 13,4%-ით გაიზარდა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული