Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჯანდიერების კოშკმარანი ახმეტაში

გიორგი ბარისაშვილი

გაზეთ „მარნის“ ერთ-ერთ წინა ნომერში ჩვენ გამოვაქვეყნეთ მცირე სტატია ციხედიდის „კოშკმარნის“ თაობაზე, სადაც აღინიშნა, რომ ამგვარი მარნები არაერთია საქართველოში და უპირატესად ქართლ-კახეთში. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ გაზეთი „მარანის“ საშუალებით პერიოდულად მოგაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია სხვადასხვა კოშკმარნებზე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი მარნები სიმრავლით ნამდვილად არ გამოირჩვეა და მათი რიცხვი შესაძლოა ორ ათეულს არც კი სცილდებოდეს ჩვენში. იქიდან გამომდინარე, რომ კოშკმარანი ერთდროულად წარმოადგენს მარანსაც და საბრძოლო ნაგებობასაც, ალბათ, გარკვეული პარალელის გავლებაც კი შეიძლება კოშკმარანსა და „ქართლის დედის“ ძეგლის სიმბოლიკას შორის, რომელსაც ცალ ხელში ხმალი უჭირავს, ხოლო მეორეში კი ღვინით სავსე ფიალა...

 ამჯერად გთავაზობთ მცირედ ცნობებს კიდევ ერთ კოშკმარანზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ახმეტის განაპირას და რომელიც თავის დროზე ეკუთვნოდა ჯანდიერების გვარს. ალბათ ამიტომაც აღნიშნული ნაგებობა დარგობრივ ლიტერატურაში მოიხსენიება „ჯანდიერების კოშკის“ სახელით. ძირითად ცნობებს ხსენებული ნაგებობის შესახებ ვკითხულობთ: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაში. (ახმეტის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის რაიონები). ტომი II. თბილისი 2008წ.

„არქიტექტურული ძეგლი დგას ქალაქის ჩრდილოაღმოსავლეთ ნაწილში. იგი განეკუთვნება XVIII საუკუნეს. კოშკური ტიპის საცხოვრებელი სახლი მარნით ჯანდიერების საკუთრება ყოფილა. ნაგებია ნატეხი ქვით. პირველ სართულზე მარანია. შესასვლელი აღმოსავლეთის კედლის ღერძზეა გაჭრილი. ეს სართული ორ კვადრატულ ბურჯზე დაყრდნობილი ფართო სამმალიანი თაღედით გაყოფილია ორ ნაწილად. ერთ ნაწილში (ფართ. 36 კვ. მ.) ქვევრებია ჩაფლული, ხოლო მეორეში, კედლის მთელს სიგრძეზე, ჩაშენებულია ქვითკირის საწნახელი, საიდანაც საწნახლის ღარის საშუალებით ყურძნის ტკბილი ქვევრებისაკენ მიედინებოდა. მარნის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში სამ-სამი ფართო თაღოვანი ნიშია. თითო ნიშია მარნის აღმოსავლეთ კედელში და საწნახლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში“...

ჯანდიერების კოშკმარანს მრავლად გააჩნია სათოფურები. შენობის მეოთხე სართული ძველად წარმოადგენდა საბრძოლო ბაქანს და გააჩნდა ქონგურები. ამჟამად ნაგებობის სახურავი და ქვევრებსზედა სართულები მთლიანად ჩამონგრეულია. საწნახელი კი შეიძლება ითქვას, რომ თავდაპირველი სახითაა შემონახული და წინა მხრიდან გააჩნია ერთი საკმაოდ მაღალი საფეხური, რომელიც ამავდროულად საწნახლის ბაქანსაც წარმოადგენს. კოშკმარანი ძლიერაა დაზიანებული და საჭიროებს სასწრაფო აღდგენით სამუშაოებს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული