Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Christie’s ახალი რეკორდი

ახლახან სერ ივლინ დე როტშილდის საკოლექციო ღვინოების გაყიდვის წყალობით კრისტის აუქციონის სახლმა ლონდონში 1997 წლის საკუთარი რეკორდი მოხსნა. კოლექციის გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ 2,9 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი გახდა 1990 წლის 12 ბოთლი Romanée-Conti, რომელიც 115 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. გარდა ამისა, აუქციონის მონაწილეებმა ნამდვილი ბრძოლა გააჩაღეს 1988 წლის Romanée-Conti-ს 12 ბოთლისათვის, რომლებიც საბოლოოდ 63 250 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. კრისტის აუქციონის სახლის ღვინის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დევიდ ელსვუდმა განაცხადა, რომ ამაყობს იმ ფართო არჩევანით, რომელსაც აუქციონის სახლი კლიენტებს სთავაზობს, ღვინის დეპარტამენტის დირექტორმა კრის მანრომ კი განაცხადა, რომ ეს ვაჭრობა გულუხვი წლის შესაფერისი დასასრული იყო.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული