Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩეხები ლუდის ფხვნილის დაპატენტებას ითხოვენ

ჩეხ ლუდის მწარმოებლებს სურთ ფხვნილის ლუდის დამზადების ტექნოლოგია დააპატენტონ. ჩეხეთის ლუდის წარმოების კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა შესაბამის ორგანოებში ამის თაობაზე განაცხადი უკვე შეიტანეს. მათი თქმით, ესაა უნიკალური ტექნოლოგის მიხედვით შექმნილი ლუდის ფხვნილი-კონცენტრატი, რომელიც საშუალებას მისცემს ტურისტებსა და სხვებს, ვისაც ცივილიზაციისგან მოშორებით უწევს ხოლმე ყოფნა, ნებისმიერ დროს ისიამოვნონ ჩეხური ლუდით. ჩეხი ტექნოლოგების განაცხადი პატენტის გაცემის თაობაზე არ დააკმაყოფილეს, თუმცა ისინი დანებებას არ აპირებენ და საკითხის ხელმეორედ განხილვას მოითხოვენ.

 ლუდის ფხვნილი მანამდე გერმანიასა და სამხრეთ კორეაშიც დააპატენტეს, მაგრამ ამ კონცენტრატის მიღების სრული ტექნოლოგიური ციკლი და დეტალები დაწვრილებით მხოლოდ ჩეხებს აქვთ აღწერილი. ჩეხეთის ლუდის წარმოების კვლევითი ინსტიტუტი ლუდის კონცენტრატებს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან აწარმოებს და ყიდის. თავდაპირველად კონცენტრატი პასტისმაგვარი მასა იყო, შემდეგ დაიწყეს მისგან წყლის გამოდევნა და შედეგად, მისი ფხვნილად გადაქცევა.
ჩეხეთი ყოველწლიურად 20 ტონა ლუდის კონცენტრატს ყიდის სხვადასხვა ქვეყანაში, შიდა წარმოებისთვის კი მხოლოდ 1 ტონა კონცენტრატს იყენებს.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული