Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსხლის ღვეზელი სიმინდის ფქვილით

საჭირო მასალა: 1 კგ. კანგაცლილი და დაჭრილი მსხალი, 4 კვერცხი, 1 ჭიქა წყალარეული არაჟანი ან მჟავე მაწონი, 1 ს.კ. ჩაის ნაყენი, 200 გ. მარგარინე, 2 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა პურის ფქვილი, 2 ჭიქა გაცრილი სიმინდის ფქვილი, 1 ჩ.კ. სოდა, ვანილი – გემოვნებით, 3 ს.კ. შაქრის პუდრა.

მომზადება: შაქარი და გამდნარი მარგარინი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, მაწონი, ჩაის ნაყენი, ვანილი და სოდაარეული ფქვილი. ცომის 2/3 მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში, შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი მსხალი და დავამატოთ დანარჩენი ცომი. ნამცხვარი შევდგათ საშუალო ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში. როდესაც ცომი აიწევს და პირს შეიკრავს, ტემპერატურა დავუწიოთ და ისე გამოვაცხოთ. სუფრაზე გატანის წინ ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.  
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული