Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

CNN: რას უნდა ვეწვიოთ 2016-ში, საქართველო მსოფლიოს წამყვან დანიშნულების ადგილებს შორის

23 დეკემბერს CNN-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს წამყვანი მზარდი ტურისტული ადგილების ჩამონათვალი, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოა. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:

„შუა საუკუნეების არქიტექტურის, მარადიული კულტურისა და გამაოგნებელი ხედების მიწა, საქართველო, უბრალოდ, მომნუსხველია.

სამხრეთ კავკასიის მთებით დამშვენებული  ეს ტილო ერთნაირად იზიდავს მოლაშქრეებს, ცხენოსნებსა და მოთხილამურეებს. 

თოვლით მოჩუქურთმებული მწვერვალები ეშვება თვალუწვდენელ დაბლობებში, სადაც ზვრებში მოქცეული საუკუნოვანი სოფლები უძველესი ტაძრებითა და სათვალთვალო კოშკებითაა მოფენილი.   

რა ხდება ახალი?

იაფი ფრენა, ახალი მარშრუტები, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი პირობები საქართველოში 2016-ში დიდ სიახლეებს მოწმობს.  

თბილისი, დედაქალაქი, სადაც ძველი და ახალი ერთმანეთთანაა შეზავებული, სადაც აივნებიანი სახლები და ქვაფენილით მოკირწყლული ხეივნები გალერეებსა და კაფეებს უერთდება. 

„ამ რეგიონს შეუძლია ისარგებლოს შუა აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობით და მსგავსი სამოგზაურო აქცენტებით, თუმცა კულტურული და ტოპოლოგიური განსხვავებებით შეფუთოს საკუთარი შეთავაზება.“ - ამბობს ბილბი Wild Frontiers-დან. 

ჩვენ ყველანი ვხედავთ ვიზიტორთა მზარდ რაოდენობას საქართველოში და მოველით, რომ 2016-ში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. 

როდის ვეწვიოთ: თებერვლიდან ნოემბრამდე. 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეა. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული