Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

11 მედალი "თელიანი ველის" ღვინოებს

ლონდონში ჩატარებულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე IWC 2009 (International Wine Challenge), "თელიანი ველის" 2007 წლის მოსავლის "კაბერნე საფერავს" სიგელი გადაეცა. IWC დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად ტარდება, წელს კონკურსში მონაწილეობას იღებდა 41 ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ავსტრალია და პორტუგალია.
 
"თელიანი ველის" "შარდონე რქაწითელმა" კი ბრინჯაოს მედალი აიღო საერთაშორისო კონკურსში "დეკანტერი", აქვე სიგელით დაჯილდოვდა "თელიანი ველის" 2007 წლის მოსავლის "წინანდალი". მსოფლიოში უდიდეს ღვინის კონკურსში წელს 10285 სახეობის ღვინო მონაწილეობდა.
 
 "თელიანი ველის" ღვინოებმა კიდევ ერთ საერთაშორისო კონკურსზე -  International Wine and Spirit Competition დაიმსახურა მოწონება. ვერცხლის მედალი გადაეცა "თელიანი ველის" 2007 წლის მოსავლის "წინანდალს"; ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ: "კაბერნე საფერავი", "გაუფილტრავი საფერავი", "მუკუზანი", "ქინძმარაული", "ცოლიკოური", და "შარდონე რქაწითელი".
 
საფრანგეთში ჩატარებულ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღვინის კონკურსში სახელწოდებით The Challenge International du Vin  კი წელს "თელიანი ველის" 2006 წლის მოსავლის "მუკუზანი" ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.
 
© მადიანი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული