Home
ქართული | English
აგვისტო 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მოლდოვური ღვინოები ლონდონში

ა.წ. 26 თებერვალს ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში სპეციალურად ბრიტანელი მომხმარებლისთვისშედგა მოლდოვური ღვინოების დეგუსტაცია. აქციის ორგანიზება მოაწყო მოლდოვის ღვინის გილდიამ Harpers Wine-ისა და Spirit Weekly-ს სპეციალური გამოცემის საინფორმაციო მხარდაჭერით.

დეგუსტაცია მოეწყო ბრიტანელი ჟურნალისტებისა და კრიტიკოსებისთვის მოლდოვური ღვინის განსაკუთრებული გემოს გასაცნობად და მოლდოვას, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყნის იმიჯის ასამაღლებლად მსოფლიო ბაზარზე.

სულ ცოტა ხნით ადრე, 13 თებერვალს, მოსკოვში დიდი წარმატებით შედგა მოლდოვური ღვინოების ჩვენება - "მოლდოვური ღვინოების ნამდვილი ხარისხი", რომელიც მოამზადა მოლდოვური ღვინის გილდიამ და ღვინის დამოუკიდებელმა კლუბმა. ჩვენებისთვის ღვინოები შეარჩია ცნობილმა რუსმა ღვინის კრიტიკოსმა იგორ სერდიუკმა.

"მოლდოვური ღვინის გილდია" შეიქმნა 2007 წლის 22 აგვისტოს. მასში გაერთიანდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მოლდოვას ყველაზე გავლენიანი და ხარისხზე ორიენტირებული ღვინის საწარმოები - Acorex Wine Holding, Vinaria Bostavan, Chateau Vartely, Dionysos Mereni, DK Intertrade, Vinaria Purcari და Lion Gri.

 

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული