Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მომავლის ღვინო - ინტერვიუ ავთო თურქიასთან (4)

"მომავლის ღვინოს" რუბრიკის ფარგლებში ვესაუბრეთ ახალგაზრდა გურულ მეღვინეს, რომელიც 2015 წლიდან ღვინის სფეროშია. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ვაზთან და ღვინოსთან მუშაობაა.  მეღვინეობა ის ამბავია, რომ საქმის სიყვარულის გარეშე, როგორც თავად ამბოვს, არაფერი არ გამოვა.

- გვიამბეთ თქვენს შესახებ.

- მე ვარ ავთო თურქია, ღვინის სფეროში საქმიანობა დავიწყე 2015 წლიდან, პირველ რიგში, დავინტერესდი, რა თქმა უნდა, გურული ჯიშებით. 2020 წელს ჩამოვასხი პირველი ჩვენი ბოთლის ღვინო და მას შემდეგ დაახლოებით 1000 ბოთლამდე ვასხამ ჩემს მარანში ღვინოს.
- რომელი ვაზის ჯიშები გაქვთ გაშენებული და რომელ ღვინოებს აყენებთ?
- ჩემს ვენახში გაშენებული მაქვს საკმიელა, ჯანი, ცოლიკაური, მტრედისფეხა. ის ღვინოები კი, რომლებსაც მე ვაყენებ, არის საკმიელა, ჩხავერი და ცოლიკაური.

- რა არის თქვენთვის, როგორც მეღვინისთვის, ყველაზე დიდი გამოწვევა?
- ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა და სურვილიც, შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ჩემი მარანი გავაფართოვო, უფრო დავხვეწო და სრულყოფილად შევძლო ქვევრის ღვინის დაყენება.
- როგორ ფიქრობთ, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენს საქმეში - ტრადიცია თუ ინოვაცია?

მნიშვნელოვანია ტრადიციებისა და ინოვაციების ერთმანეთთან შეხამება, რადგან ტრადიციებს გვერდი თუ ავუარეთ, ვერ მივიღებთ სასურველ პროდუქტს, ამავდროულად კი ინოვაციებთან ერთად მუშაობა უფრო საინტერესოა, კარგი ღვინის დაყენებაც მეტად გამარტივდება. ვფიქრობ, რომ ტრადიციებითა და ინოვაციებით ერთად საუკეთესო პროდუქტის შექმნაა შესაძლებელი. 

რა არის თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო ვენახში ან ღვინოსთან მუშაობის პროცესში?

- პირველ რიგში, ვაზთან ურთიერთობა და მუშაობაა საინტერესო. შემდეგ კი ძალიან სასიამოვნო პროცესია, როდესაც შენს ღვინოს სხვები აჭაშნიკებენ, სიამოვნებით მიირთმევენ და შენ ამ დროს მათ აღფრთოვანებულ სახეებს უყურებ, დადებით შეფასებას ისმენ.
- რომელ და რა ტიპის ღვინოებს გამოარჩევდით?

ჩემთვის განსაკუთრებით გამორჩებულია თეთრი ნახევრად მშრალი, ხალისიანი ღვინოები, რაც უფრო მეტად დასავლურ ღვინოებს ახასიათებს, სიმსუბუქე და მეტი არომატულობა. ასევე ღვინის ხასიათი, რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის, ამიტომაც უფრო დასავლური, თეთრი ღვინოებია ჩემთვის გამორჩეული.

გაქვთ თუ არა თქვენს მარანში განსაკუთრებული ღვინო შენახული? და თუ კი, რომელი?

- კი, ესაა პირველი ჩემი მოსავლის, 2015 წლის საკმიელა, რომელიც, ალბათ, ძალიან დიდი ხანი არ გაიხსნება.

რა მოგწონთ და რას შეცვლიდით ქართული ღვინის ინდუსტრიასა და წარმოებაში?

- მომწონს ის, რომ ბიოდინამიკური ტენდენცია წამოვიდა და ხალხმა თანდათან ღვინის ფასი გაიგო, არ მომწონს ის, რომ დღეს ჯერ კიდევ აკეთებენ შაქარწყალს და ქართველმა კაცმა ჯერ ვერ გაითავისა ბოლომდე ის, რომ ღვინო სუფთა პროდუქტი უნდა იყოს, ყოველგვარი დანამატების გარეშე.

ღვინის სფეროში მოხვედრის შემდეგ ყველაზე დიდ რა სირთულეს შეხვედრიხართ?

ყველაზე დიდი სირთულე, ან, თუ შეიძლება ითქვას, პრობლემა, რაც ღვინის სფეროში მოხვედრის შემდეგ აღმოვაჩინე, არის გაუნათლებლობა. განსაკუთრებით კი გურიაში ეს საკმაოს სერიოზული პრობლემაა. 

რომელია საუკეთესო ღვინო თქვენთვის რომელიც გაგისინჯავთ

ჩემთვის საუკეთესო ღვინო რაც კი ოდესმე გამისინჯავს, არის საკმიელა და შემდეგ ცოლიკაური, იმიტომ, რომ ეს გურული ხასიათის მატარებელი ღვინოებია. მე ვფიქრობ, რომ გურული ადამიანის გაცნობა თუ გინდათ, მისი ღვინო უნდა გასინჯოთ და ამით ძალიან კარგად მიხვდებით იმ ადამიანის ხასიათსაც, თვისებებსაც და მის პიროვნებასაც. 

რუბრიკის სპონსორია "თბილღვინო"

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.