Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Wine Spectator Top 100

ამერიკული გამოცემა Wine Spectator 1988 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს აქვეყნებს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების ასეულს. წელს Wine Spectator Top 100-ს 25 წელი შეუსრულდა. ამ ხნის განმავლობაში ღვინის სამყაროში ძალზე ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ჟურნალის მესვეურები ყოველთვის ახერხებდნენ სიახლეებისთვის თვალის მიდევნებას და გამორჩეული ღვინოებისთვის შესაბამისი პატივის მიგებას. Wine Spectator-ის რედაქტორები მთელი წლის განმავლობაში აფასებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩამოსხმულ ღვინოებს და მათგან საუკეთესო 100 ღვინოს ირჩევენ. ღვინოების შერჩევა მათი ხარისხის, ფასის, ხელმისაწვდომობისა და მათგან მინიჭებული სიამოვნების კრიტერიუმების მიხედვით ხდება. ამ სიაში მოხვედრა ძალზე პრესტიჟულია და ღვინის ბევრი მწარმოებლისთვის (განსაკუთრებით ამერიკელთათვის) დღემდე ოცნებად რჩება. საინტერესოა, რომ წლევანდელი სიის ყველაზე იაფი ღვინო - 10-დოლარიანი Badia a Coltibuono Toscana Cancelli 2011  ექსპერტებმა 90 ქულით შეაფასეს და ბოლო ადგილზე გავიდა, ხოლო ყველაზე ძვირი ღვინო - 150-დოლარიანი Château d'Yquem Bordeaux White Y 2011  94 ქულით 98-ე ადგილზე აღმოჩნდა. გთავაზობთ Wine Spectator Top 100-ის სრულ სიას და პირველ ათ ადგილზე გასული ღვინოების დახასიათებას.

 

1. Cune Rioja Imperial Gran Reserva, 2004

ეს წითელი, ტანინიანი ღვინო სიღრმითა და ხალისიანობით გამოირჩევა, ხასიათდება მწიფე ქლიავის, თამბაქოს, სანელებლებისა და მინერალების ნოტებით. სხეულიანობის მიუხედავად, ხალასი ღვინოა, დაძველების შესანიშნავი პოტენციალით, შეგიძლიათ 2024 წლამდე შეინახოთ. ჩამოსხმულია 4 000 ქეისი.

2. Château Canon-La Gaffelière St.-Emilion, 2010

შესანიშნავი მოსავლის ღვინო, რომელშიც გამოკვეთილია ასკილის, თუთის, მაყვლის ნოტები. საუკეთესო ფორმაში იქნება 2016-2035 წლებში. ჩამოსხმულია 4 500 ქეისი.

3. Domaine Serene Pinot Noir Willamette Valley Evenstad Reserve, 2010

ხალისიანი წითელი ღვინოა, რომელშიც იკვეთება ჟოლოს, ალუბლის, დარიჩინის, მოკასა და სალბის ნოტები. ხანგრძლივი და შთამბეჭდავი დაბოლოებით ხასიათდება. შეგიძლიათ 2020 წლამდე დააძველოთ. ჩამოსხმულია 6 000 ქეისი.

4. Hewitt Cabernet Sauvignon Rutherford, 2010

მდიდარი და ღრმა ღვინოა, ძირტკბილას, მაყვლის, შავი მოცხარის, ვარდის ნაზი სურნელითა და ხანგრძლივი დაბოლოებით, რომლის დროსაც ტანინები იკვეთება. შეგიძლიათ 2026 წლამდე დააძველოთ. ჩამოსხმულია 2 592 ქეისი.

5. Kongsgaard Chardonnay Napa Valley, 2010

ღვინო ხასიათდება გემოთა ფართო დიაპაზონით, რომელშიც შემწვარი მარშმელოუს, მანდარინის, ლეღვის ჩირის ნოტები იკვეთება. შეგიძლიათ დააგემოვნოთ 2019 წლამდე. ჩამოსხმულია 1 050 ქეისი.

6. Giuseppe Mascarello & Figlio Barolo Monprivato, 2008

ელეგანტური ღვინოა, გამოირჩევა ყვავილების, მარწყვის, ალუბლის, ძირტკბილასა და სანელებლების არომატით. ხანგრძლივი, კომპლექსური დაბოლოებით ხასიათდება. შესანიშნავ ფორმაში იქნება 2016-დან 2035 წლის ჩათვლით. ჩამოსხმულია 1 800 ქეისი.

7. Domaine du Pégaü Châteauneuf-du-Pape Cuvée Réservée, 2010

ინტენსიური ღვინოა, რომელშიც დაჭყლეტილი ქლიავის, მაყვლის პასტისა და ჩაშუშული ლეღვის ნოტებს გამოარჩევთ. ძლიერი დაბოლოებით ხასიათდება, რომელშიც აგურის მტვრის, წიწაკის, წაბლის ფოთლისა და ნახშირის ნოტები იკვეთება. საუკეთესო დასალევი იქნება 2015-2035 წლებში. ჩამოსხმულია 6 580 ქეისი.

8. Château de Beaucastel Châteauneuf-du-Pape, 2010

მუქი ფერის, სხეულიანი ღვინოა. დაჭყლეტილი ქლიავის, ლინცის ტორტისა და მაყვლის კონფიტიურის ნოტებით გამოირჩევა. შეგიძლიათ დააძველოთ 2016-დან 2035 წლამდე. ჩამოსხმულია 7 500 ქეისი.

9. Lewis Cabernet Sauvignon Napa Valley Reserve, 2010
მდიდარი, კომპლექსური, სხეულიანი, ამავე დროს დახვეწილი და დელიკატური ღვინოა, შავი მოცვისა და ძირტკბილას ნოტებით. ხანგრძლივ და შთამბეჭდავ დაბოლოებაში ჭარბობს სანელებლებისა და მოკას არომატიანი მუხის ნოტები. შეგიძლიათ მიირთვათ 2026 წლის ჩათვლით. ჩამოსხმულია 1 300 ქეისი.

10. Quilceda Creek Cabernet Sauvignon Columbia Valley

დახვეწილი და გამორჩეული ღვინოა, ყავისა და ჟასმინის ჩაის აქცენტებით, რომლის შემდეგაც ალუბლისა და წითელი ქლიავის ნოტები იგრძნობა. საუკეთესო ფორმაში იქნება 2015-2025 წლებში. ჩამოსხმულია 4 150 ქეისი.

სრული სია იხილეთ ბმულზე

© winespectator.com



''qeisis'' qartuli shesatkvisi ar arsebobs?:)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული