Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ფილოქსერა სომხეთში

ინტენსიური განვითარების პირობებში ფილოქსერა ხუთ წელიწადში მთლიანად გაანადგურებს სომხეთის ვენახებს – აცხადებს სომხეთის მეღვინეთა კავშირის თავმჯდომარე ავაგ არუთინიანი. ფილოქსერა უჩნდება ვაზის ფესვს და შედეგად, 3-4 წელიწადში მცენარე იღუპება. ამ დაავადებასთან ბრძოლა უშედეგოა, ერთადერთი გამოსავალია ძველი ვენახების განადგურება და ახლის გაშენება. ეს კი სომეხ მევენახეებს, არუთინიანის თქმით, სავარაუდოდ 270-290 მილიონი დოლარი დაუჯდებათ. ფილოქსერა, რომელიც 100-120 წლის წინ ამერიკიდან გავრცელდა ევროპაში, სომხეთში პირველად გასული საუკუნის 20-იან წლებში დაფიქსირდა, მაგრამ ბუნებრივი პირობების, ნიადაგის სტრუქტურისა და მორწყვის მეთოდის გამო ეს დაავადება ფართოდ არ გავრცელებულა. ამასთან, საბჭოთა ხელისუფლების დროს არარატის ველზე აკრძალული იყო ყურძნის ახალი ჯიშების გაშენება, თუმცა ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად კონტროლის მექანიზმებიც მოიშალა. დღესდღეობით, ფილოქსერა სომხეთში, ტავუშის რეგიონის რამდენიმე ჰექტარ ვენახშია გავრცელებული, არარატის ველზე გაშენებულ ვენახებში კი მხოლოდ ერთ დაავადებულ კერას მიაკვლიეს, რომელიც სასწრაფოდ განადგურდა.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123