Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აკაკი სირაძე, მეღვინეობა ქვე შენი ჭირიმე, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (62)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

–  მარნის დაარსება გადავწყვიტე 2017 წელს, სწორედ ამ წელს მივიღე და ჩავწურე პირველი მოსავალი. რაც შეეხება მიზანს და მოტივს, პირველ რიგში, ეს იყო დიდი ინტერესი და სიყვარული ვაზისა და ღვინის მიმართ. 2017 წელს ჩემს მფლობელობაში იყო დაახლოებით 1 ჰექტარი ვენახი სხვადასხვა ჯიშებით, მაგრამ 90 პროცენტი შეადგენდა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ვაზის ჯიშებს, რომლის რეალიზაციაც მიწევდა ბაზარზე არც თუ ისე ხელსაყრელ ფასად. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, თავად შემექმნა საკუთარი ბრენდი, რომელიც იქნებოდა რაჭულ ტრადიციებზე დაფუძნებული და გაუწევდა რაჭას და რაჭულ ჯიშებს პოპულარიზაციას. 2018 წელს კი ბაზარზე გამოჩნდა ბრენდი სახელწოდებით „ქვე შენი ჭირიმე“.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

–  დღეს ვფლობ 2 ჰექტარ ვენახს, რომელიც დაყოფილია ტერუარებად, სადაც გაშნებული მაქვს ალექსანდროულის, მუჯურეთულის, რაჭული საფერავის, ძელშავის, ცოლიკოურის, რაჭული თეთრას, რაჭული მწვანისა და ხიხვის ჯიშები, ასევე გეგმაში მაქვს ძველი რაჭული ჯიშების: საკმეველას, არაბეულისა და ბეროულას აღგენა საკოლექციო ნაკვეთში.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– ჩვენ ვაწარმოებთ 6 სახეობის ღვინოს და კიდევ  ვაპირებთ ასორტიმენტის გაზრდას. ესენია: ხვანჭკარა, ალექსანდროული ნახევრად მშრალი, ალექსანდროული მიჯურეთული ქვევრის, მზია, ოთხი ჯიშის სეპაჟი ქვევრში, ცოლიკოური და რაჭული თეთრა. კომპანია აწარმოებს მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა ღვინოს. ასევე ვენახებს ვუვლით მხოლოდ ბიო პრეპარატებით.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

–  დასაწყისისთვის იყო ცნობადობის პრობლემა და მომხმარებელიც ნაკლები მაგრამ ხარისხიდან გამომდინარე მალევე შეიყვარეს ჩვენი ღვინოები და დიდი მოწონება დაიმსახურეს. პირველი მაღაზიები იყო „დივინო“, „ვინოთეკა“ და „ღვინის ბიბლიოთეკა“.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– დიახ, ჩვენი ღვინოები გადის უცხოეთის ბაზარზე. პირველი იყო რუსეთის ბაზარი, შემდეგ იაპონია და ამ ეტაპზე სადეგუსტაციო ნიმუშები გვაქვს წარდგენილი ჰოლანდიის ბაზრისათვის.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– ადგილობრივ გაყიდვებში არის უდიდესი პრობლემა, რაც ძალიან დიდ ზიანს აყენებს ენტუზიასტ მეღვინეებს და არა მხოლოდ მათ, ყველა ღვინის მაღაზია და ბარი პროდუქტს იღებს კონსიგნაციით და ღვინოს აძველებს თაროზე. არის შემთხვევებიც, როდესაც შეკვეთა მთლიანად გაყიდულია და თანხის ჩარიცხვას მაინც აგვიანებს ან სულაც თვეების განმავლობაში არ რიცხავს, რაც დიდ დარტყმას აყენებს მცირე საოჯახო მარანს და პატარა კომპანიას.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– ერთად-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია განათლების დონის ამაღლება, ხარისხის გაუმჯობესება და დახვეწა. პირველ რიგში, ვენახში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მუდმივი ექსპერიმენტების ჩატარება ახალი აღმოჩენებისთის.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– დამწყებებს ვურჩევ, რომ არასდროს დაყარონ ფარ-ხმალი, მიუხედავად ბევრი პრობლემისა. ბოლომდე მიიყვანონ თავიანთი დაწყებული საქმე, გაიღრმავონ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნა და იყვნენ ყოველთვის ახლის ძიებაში, დიდი აღმოჩენებისთვის წარმატება კი არასდროს დააყოვნებს.

მარნის დასახელება: მეღვინეობა ქვე შენი ჭირიმე

მარნის მისამართი: ამბროლაური, სოფ. ბუგეული

ტელეფონი:574599515

ელფოსტა:qveshenichirime1@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი:winery qve sheni chirime

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული