Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჟღია სამნაირია – ქიზიყი

საშუალოთ ჩარექს სამი-ხუთი საპანე ღვინო გამოვიდოდა, ნახევარი საპანე - არაყი. ათ გოდორ ყურძენს საპანე ჰქონდა. ეხლა ექვს გოდორს საპანე აქვს. მაშინ წვრილი გოდორი იყო. ქირავნობა არ იყო, თავისი საქონელი გვყანდა, თავს ძალას არ ვატანდით, ეხლა ქირით ვეზიდებით და ამითვინ სხვილი გოდორი გვაქვს. ქირა გოდრობით არი - ხელადა ღვინო გოდორზე.

საპანე 32 ჩაფია, ცალი - 20 ჩაფი. ჩაფში ცხრა (რვა) ხელადაა, თუნგში - ორი ხელადა, ხელადაში - ორი ჩარექა. ჩარექა ერთ ლიტრს უდრის.

ერთ ძმასა ჰქონდა მინდობილი გუთანი და ურემი, მეორეს - ცხვარი, მესამეს - სახლ-კარი და ვენახი.

ვაზის ჯიშები: რქაწითელი - წითელი და მწვანე, მამალი და დედალი, საფერავი (შავია), მწვანე (კაი ღვინო იცის), - ბუდეშური, ხიხვი, თითა (შავიც და თეთრიც), ქიშმიშის ყურძენი (უკურკოა, უწიპწო, ორი უკანასკნელი და მუშკამბრის ყურძენიც ხევნად არისო, შაშობილადო), - ბუერა ვაზი (საჩურჩხლე), თავკვერი (შავია, საჭმელია), კუმსი, ჩიტითვალა (შავია), თხელი მწვანე, ოქროს ყურძენი, ობაყლური, მჭკნარა, ტყაპუნა ვაზი შავია (შეიძლება თავკვერი იყოს), ჟღია, სამნაირია; კუმსი, თეთრი-წითელი, გურგალი მარცვალი აქვს. მარახოშია, მეორე შავია და თხელი მტევანი აქვს, მოგრძო მარცვალი, ტკბილია. მესამე ვეღარ მითხრა. ჟღია უკანა მხრებშია უფრო. ძაღლიარჭამა, მცვივანი, წობანური და ხარითვალა (ურიათუბანში მითხრეს მხოლოდ). უკანა მხარში გვალვიან წელიწადს ტკბილი ღვინო იცის.

მთხრობლები: ბაგრატ გურგენის ძე მენთეშაშვილი, 56 წ., წიგნიერი (სოფ. ქვემო მაჩხაანი); ნიკო ვასილის ძე მეხრიშვილი, 82 წ., წიგნიერი (სოფ. ოზაანი); კოტე დავითის ძე კანდელაკიშვილი, 65 წ., წიგნიერი (სოფ. ქედი); ლევანა ნიკოლოზის ძე თანდაშვილი, 50 წ., უწიგნური (სოფ. ანაგა); თედო ოთარის ძე გველიკოშვილი, 62 წ., (სოფ. ვეჯინი) და სხვანი.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისთვის

ტომი IV, ნაწილი III

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული