Home
ქართული | English
მარტი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2425262728291
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

მულტიმედია

კომენტარები

გალაკტიონ ტაბიძის თხუთმეტში

 
კახა თოლორდავა
 
თავიდანვე გაფრთხილებთ, ეს სარეკლამო ტექსტი არაა. უბრალოდ, საჭიროდ ჩავთვალე, უკვე ლამის ოთხი წლის შემდეგ, კიდევ უფრო კარგად გაგცნობოდით და ამისთვის ახალი რუბრიკის შექმნა დამჭირდა. მოდი ასე შევთანხმდეთ, პერიოდულად მე მოვყვები იმაზე, თუ რა მარშრუტები ან ადგილები მიზიდავს ქალაქში, მერე კი, რუბრიკას რომ ამოვწურავ, თქვენ უფრო კარგად გეცოდინებათ თუ ვინ და რა ვარ.
ამბობენ ხოლმე, - შენ ხარ ის, რაც გაცვია, რასაც ჭამ, ვისთანაც მეგობრობ, რასაც კითხულობ, და ასე შემდეგ, ვარიაციები შეგიძლიათ მოარგოთ ან მოირგოთ ხასიათიასამებრ. თუ ეს მართლა ასეა და სხვადასხვა მოხმარების საგნებს, ადამიანებს თუ აქტივობებს მორგებული ადამიანი უფრო გასაგები ხდება სხვებისთვის, მაშინ თითქმის ამოუწურავი ვარიაციების სიას ერთს მეც შევმატებ და ვიტყვი, რომ ქალაქში ხეტიალთან მიმართებაში შენ ხარ ის, სადაც ხშირად შეეხეტები ხოლმე. სხვანაირად ეს ყველაფერი ასე ჟღერს, - შენ ხარ ის, რაც ქალაქში ხეტიალისას ამოჩემებულ ჩვევეად გექცა. ასეთი მარშრუტები და ადგილები, ისევე როგორც ალბათ ყველას, მეც ბევრი მაქვს და ისინი ქალაქის და ჩემი საკმაოდ დინამიური ურთიერთობის შედეგად გაჩენილი ამოჩემებული სივრცეებია, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვი, მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ იმას თუ ვინ და რა ვარ.
დავიწყებ იმით, რაც ბევრისთვის, ვინც ჩემ შესახებ თუნდაც რამე იცის,. ახალი არ იქნება, - მე ღვინო მიყვარს. არა მაინცდამაინც ღვინით თრობა (ჩამომითვალეთ შემთხვევები, როდესაც ნასვამი გინახავთ!), არამედ თვითონ ის, რასაც ღვინო, როგორც ადამიანის ძალისხმევის შედეგად გაჩენილი კარი საკუთარ თავში და ხალხების ისტორიაში, წარმოადგენს. ყველაფერთან ერთად ის ოთხი ძირითადი სტიქიის, ცეცხლის, წყლის, ჰაერის და მიწის, ხშირად იმროვიზირებული ურთიერთობის შედეგია, მაგრამ ყველაფერი ამ “მიშურისგან” ადამიანის ფაქტორი და მისი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძ ა ლ ი ს ხ მ ე ვ ა, მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ღვინოს ადამიანები ქმნიან და ის სივრცე, რომელიც ჩემი ქალაქური პორტრეტის პირველი შტრიხი იქნება, ადამიანების ძალიასხმევის შედეგადაა გაჩენილი თბილისში.
რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, თბილისში კარგი ღვინის დაჭაშნიკება წლების და წლების განმავლობაში შეუძლებელი იყო. დიახ, იყო საქეიფო თუ გასალეში ადგილები, მაგრამ ამ ყველაფერს არაფერი საერთო არა აქვს ღვინის და ადამიანის ურთიერთობის უფრო ინტიმურ მხარესთან, იმ ჯადოსნურ სივრცესთან, სადაც ღვინის დამჭაშნიკებელი ღვინისვე მეშვეობით საკუთარ თავთან თუ სხვებთან გ ა ს ა უ ბ რ ე ბ ი ს ველში აბიჯებს და იქედან იმაზე გამდიდრებული გამოდის, ვიდრე იმ ველში შებიჯებამდე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები “ღვინის აკვანში” რწევა-რწევით მოვღონიერდით, ჩვენი ყველაზე დიდი სირცხვილი მაინც ღვინოსთან ურთიერთობაა. მასთან მიმართებაში ჩვენ ნამდვილად “ჩავიჭერით” და იქამდე მივედით, რომ ონიშჩენკომაც კი დაგვიწუნა ნახელავი. ამაზე შემაშფოთებელი სხვა რაღა უნდა ვთქვა?
ვაღიარებ, წლების განმავლობაში რაღაცის შეცვლა მაინც მოვახერხეთ, მაგრამ მაინც, კ ა რ გ ი ღვინო დღესაც “ანდერგრაუნდშია.” “ანდერგრაუნდშივეა” ის ადგილი თბილისში, სადაც კარგი ღვინის დაჭაშნიკებაა შესაძლებელი. ისინი, ვინც თბილისში ღვინისა და მის დამჭაშნიკებელს შორის საუბრის ველს მიცეს თავიდან გაჩენის საშუალება სხვადასხვა წარმოშობის თუ პროფესიის ადამიანები არიან. მათი ღვინოები დღეს იტალიაში, იაპონიაში, ინგლისსა და შეერთებულ შტატებში იყიდება, თუმცა ეს მთავარი არაა. მთავარი ისაა, რომ ამ ადამიანებმა ქართული ღვინო ხიფათის მოაცილეს და ღვინისა და მის მომხმარებელს შორის საუბარში ახალი დისკურსი გააჩინეს.
მათ ცოდნაზე, ინტუიციაზე და განსაკუთრებულ ძალიასხმევაზე დაყრდნობით, ინდივიდუალური სიღრმეებიდან “ამოქაჩეს” ს ა კ უ თ ა რ ი ღვინო და საკუთარ ენაზევე აალაპარაკეს ის, შესაბამისად შეცვალეს მასთან ჩვენი მხრიდან შ ე პ ა ს უ ხ ე ბ ი ს ფორმებიც. დანარჩენი უკვე მისტერიაა და ის ღვინოსთან ყოველ შემდგომ მიახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო ღრმავდება.
ღვინის სარდაფი “ღvino underground ” გალაქტიონ ტაბიძის 15 ნომერში ჩემი ქალაქური პორტრეტის პირველი შტრიხია. ქალაქში სეირნობისას მე იქ საკუთარ თავთან, ღვინოსთან და მის მკეთებლებთან სასაუბროდ ვჩერდები ხოლმე. იმ სარდაფში სათქმელი ყველას ბევრი გვაქვს.
 
© “ლიბერალი”

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.