Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„თხლეზე დამდგარი ღვინო მაგარი გამოდის, რადგან ჭაჭას თუ რამე ძალა აქვს, გამოჰხრამს“

თხლე რო ქვევით წავიდოდა, მაშინ გადავიღებდით, თუ გადაღება გვინდოდა, თუ არადა, თხლეზე გადავამსებდით და გაზაფხულამდე შევინახამდით. თხლეზე დამდგარი ღვინო მაგარი გამოდის, რადგან ჭაჭას თუ რამე ძალა აქვს, გამოჰხრამს. თხლის ღვინოს სარკესავით ფერი აქვს, ცორა ბაცია, შამადგომით გადაღებული - მუქი.

მაჭარი ორ-სამ დღეს ტკბილია, შუშხუნაა, რომელსაც საქალო მაჭარს ეძახიან. როგორც კი დუღილი გაძრიალდება, მაშინვე დამწარდება, ისე რო, იმისი დალევა თითქმის აღარ შეიძლება. არეულიც არის, ტალახივით, როცა დუღილი დადგება, ვიტყვით: დაღვინდაო და გადავიღებთ კიდეც. მაჭარს ხელადითა ვსვამთ, აგრეა მიღებული. მიღებულია წითელი მაჭრის დალევა. ხელადას ბროწეულის ტოტებს გაუკეთებთ პირზე, რო ჭაჭა დაიჭიროს.

დუღილი რო დადგება, ცოტა ხან კიდევ გავაჩერებთ. სარქვეულს დავაფარებთ, მანამდე ქვევრები პირღია ყრია; დაფარება, როცა ძალიან დუღს, არ შეიძლება; როცა გაჩერდება, დაჯდება მაჭარი და ჭაჭა ქვევით დაიწევს. ქვევრს ყელი ცარიელი რჩება, ცარიელი ადგილი და სარქველი ყაპს იკიდებს, ამას მოცლა უნდა. სველი ტილოთ ვაცლით ორ-სამ დღეში ერთხელ, მემრე ხო, ან გადავიღებთ, ან თხლეზე ავამსებთ.

იმ ქვევრს, რომელშიც გადაღებული მაჭარი უნდა ჩავასხათ, კარგად გავრეცხავთ, როცა დუღილი დადგება, მაშინ ერთმანეთში გადავასხამთ. ერთ ერთ ქვევრ მოვცლით, იმაში გადავიღებთ და მემრე რაკი ერთი მაიცლება, ადვილია გადაღება-გადმოღება. წითელ მაჭარ უეჭველათ გადავიღებდით. ზოგიერთი წითელ მაჭარს დუღილშივე იღებს ერთ კვირაზე, მითომ ტკბილი დადგებაო, კლერტი არ გაჰკრეჭამს, ფერი მუქი ექნებაო. ზოგი საფერავი ჭაჭას აჰკლერტამს და იგრე აძლევს დედას მარტო მარცვლისას. ორ კვირაზე მეტ ხანს წითელ მაჭრის გადაუღებლობა არ იქნება.

უდედო და დაუდუღებელ მაჭარს, ღვინოს შამანას ეძახიან. ტკბილია, დაბალი. არ არის მიღებული. მდარედ არის მიჩნეული.

მაჭარ ზოგჯერ თხლე გადაუბრუნდება ხოლმე და აღარ დაწმინდავდება. როცა თხლე გადაბრუნდება, ე.ი. თხლე, ქვევით წასვლის მაგიერ, ტრიალ დაიწყებს და აღარც ქვევით წავა და არარც ზევით, მაშინ დიდი წვალებაა; ცოტ-ცოტას ვიღებთ და ცალკე ვაწმინდავებთ.

გადაღებამდი მაჭარს ვეძახით, სანამ კარგა ღვინო გემოზე არ დადგება. ჯერ ხო ტკბილია, შუშხუნა, მემრე მწარდება, ძალიან მწარეა, როცა მაჭრათ არი. როცა დაღვინდება, მაშინ დადგება ერთგვარ ღვინის გემოზედა.

ერთხელ რო გადავიღებთ, ხო თხლე გამაეცლება, დედა (ჭაჭა რაკი დუღილ გაივლის მაჭართან, თხლეა) გადაღების შემდეგ ეთქმის. მაჭარ კიდე შესდევს ჭუჭყი. ერთი თვის შემდეგ ქვეშ როქს, ან ლექს, დურდოს ჩაინაძირებს; იმას გამოცლა უნდა, თორემ ღვინოს გააფუჭებს. მალე გადაღება პატრონზე ჰკიდია. თვეზე გადაიღებს. სანამ როქს, ანუ ლექს გამაილევს, არ მოჭარბდება გადაღება. წელიწადში ხუთამდე უნდა გადაღება: ერთი შამადგომაზე, რო თხლე გამოვიღოთ, მეორე ერთი თვის შემდეგ, რო ლექი გამოვაცალოთ, ერთიც (მესამე) - გაზაფხულისკენ, რო როქი თუ აქვს, უეჭველათ გააფუჭებს და გემოსაც მისცემს; მეოთხე - თიბათვეში, ღვინო დუღილშია, მეხუთე - მარიამობისთვეში; ყურძენი რო თვალში შევა, ღვინოც აირევა და, თუ არ გადავიღეთ, უეჭველად დამჟავდება, გაფუჭდება. ქვეშ ლექი მაინც ექნება და ის აფუჭებს, მდღვრიო ღვინოს ყალფაღში (ტილოს პარკია) ატარებენ, სწურავენ.

მთხრობლები: ბაგრატ გურგენის ძე მენთეშაშვილი, 56 წ., წიგნიერი (სოფ. ქვემო მაჩხაანი); ნიკო ვასილის ძე მეხრიშვილი, 82 წ., წიგნიერი (სოფ. ოზაანი); კოტე დავითის ძე კანდელაკიშვილი, 65 წ., წიგნიერი (სოფ. ქედი); ლევანა ნიკოლოზის ძე თანდაშვილი, 50 წ., უწიგნური (სოფ. ანაგა); თედო ოთარის ძე გველიკოშვილი, 62 წ., (სოფ. ვეჯინი) და სხვანი.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისთვის

ტომი IV, ნაწილი III

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული