Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტოჩინოშინს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სახელობითი ღვინო გადასცა

იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი სახელოვან ქართველ სუმოისტებს, ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ), შეხვდნენ. შეხვედრას იაპონიაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, ლევან ცინცაძე დაესწრო. დავით ტყემალაძემ, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსგან საჩუქრად ლევან გორგაძეს  5-ლიტრიან ბოთლში სპეციალურად გამარჯვების აღსანიშნავად ჩამოსხმული საფერავი გადასცა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, სუმოს ისტორიაში პირველად ქართველი სპორტსმენი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ლევან გორგაძის გამარჯვება, საქართველოს მიმართ იაპონელი ხალხის ინტერესს კიდევ უფრო ზრდის და არაერთი მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ტყემალაძე და თინათინ კეზელი, საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად,  საგამოფენო სივრცის „Terrada Warehouse“, ტოკიოს ეროვნული  „უენოს“ მუზეუმის და ასევე „ნეზუს“ მუზეუმის  წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ტოკიოში ქართული ღვინის გამოფენის საკითხი განიხილეს. 2018 წელს, იაპონიაში, ადგილობრივ საგამოფენო სივრცეზე ადაპტირებული უმნიშვნელოვანესი გამოფენა „საქართველო- ღვინის აკვანი“ გაიმართება. აღნიშნული გამოფენა  საფრანგეთში,  ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში „Cité des Civilisations Du Vin“ 2017 წელს 4 თვის განმავლობაში  მიმდინარეობდა, სადაც ქართული ექსპოზიციის ნახვის შესაძლებლობა ათეულ ათასობით ვიზიტორს მიეცა.

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები „გაკუშიკაიკანის“ წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების საკითხები განიხილეს.  გაკუშიკაიკანი 1928 წელს შექმნილი შვიდი ეროვნული უნივერსიტეტის (ტოკიოს, ჰოკაიდოს, ტოჰოკუს, ნაგოიას, კიოტოს, ოსაკას, კიუშუს უნივერსიტეტები) გაერთიანებაა. ორგანიზაცია უნივერსიტეტებს შორის კომუნიკაციისა და მეგობრობის გაღრმავების მიზნით შეიქმნა. გაერთიანების ფარგლებში, სხვადასხვა სახის მასშტაბური ღონისძიება იმართება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული