Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტალერის ტერასები, მცირე მარნების ანთოლოგია (72)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- მარანი 2018 წელს დაარსდა. მიზანი მეგრული ჯიშების აღმოჩენა, აღდგენა და შენარჩუნება იყო.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- ჩვენი მეღვინეობის მთავარი კონცეფცია ვენახების ტერასულ განლაგებას  წარმოადგენს. ეს ვაზის გაშენების ერთ-ერთი უნიკალური და იშვიათი მიმართულებაა. ამ ეტაპზე ოჯალეშსა და ეგუძგურს ვაწარმოებთ.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ჩვენ ოჯალეშსა და ეგუძგურს ვაწარმოებთ. ოჯალეში საქართველოში საკმაოდ ცნობილი და უნიკალური ჯიშია. ეგუძგურიც ერთ-ერთი უნიკალურია, ის ქვეყნის მასშტაბით იმ იშვიათ ჯიშებს მიეკუთვნება, რომლის ცნობადობაც ძალიან მცირეა. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი მიზანი სწორედ მათი პოპულარიზაციაა.

- გაიხსენეთ საქართველოში თქვენი ღვინის გაყიდვების პირველი გამოცდილება,რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- ღვინო „ალკორიუმში“ შევიტანეთ. მიზანი, პირველ  რიგში, ქართულ, შემდეგ კი ევროპულ ბაზარზე გასვლაა. ასევე, ჩვენი ღირებულებების სხვებისთვის გაცნობა, ცნობადობის გაზრდა და ბაზრის შესაბამისი მიმართულების ათვისება გვსურს.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე ჯერ-ჯერობით არ გადის.

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- რა თქმა უნდა, ეს არის ფინანსების საჭიროება, რათა პროდუქცია იყოს უმაღლესი ხარისხის. ასევე მუშახელის პრობლემაც დგას.

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებაში?

- მეღვინეებისთვის ხელშეწყობა აუცილებელია, რათა მათ პროდუქციის შექმნა გაუადვილდეთ. ასევე, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ექსპორტზე გასვლაა.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

პირველ რიგში, საქმეში გათვითცნობიერება, დეტალური ინფორმაციის მიღება და ხარჯების გათვლა, ეს ყველაფერი სირთულეებისთვის მოსამზადებლადაა საჭირო. ყველა მევენახე-მეღვინეს წარმატებას ვუსურვებ.

მარნის მისამართი: მარტვილი,ტალერი

ტელეფონი: 555 000 904

ელფოსტა: taleristerasebi@yahoo.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: Taleri Terrasse

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული