Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო დიდ ბრიტანეთში ახალ კამპანიას აანონსებს

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბრიტანული საინფორმაციო პლატფორმა Harpers აქვეყნებს სტატიას სიახლეებზე, რომლებსაც ღვინის სექტორში ქართული და ბრიტანული მხარეები გეგმავენ.

გასულ წელს დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტი განსაკუთრებით გაიზარდა, ახლა კი საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო ახალ სარეკლამო კამპანიას აანონსებს. მისი მიზანი დიდ ბრიტანეთსა და მის ფარგლებს გარეთ ქართული ღვინის ექსპორტის ზრდაა. პროექტი თებერვალში იწყება და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის ხელმძღვანელმა, თამარ მეტრეველმა გამოცემას განუცხადა: „მიუხედავად სირთულეებისა, 2021 წელს ქართულ ღვინოს ბრიტანულ ბაზარზე ახალი რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა.  2022 წლის კამპანია ქართველ მწარმოებლებს და გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო პარტნიორებს ხელს შეუწყობს გააგრძელონ ამ მნიშვნელოვან ბაზარზე მუშაობა.“

კამპანიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს Indie Alliance Fund-ს, რომელიც ქართული ღვინის მცირე და საშუალო მწარმოებლებს გრანტებს სთავაზობს, მიზანი კი მათი პროდუქტის პოპულარიზაციაა. თავად ფონდიც იაზრებს თავის კრიტიკულ მნიშვნელობას ქართული ღვინის ბრიტანულ ბაზარზე დამკვიდრებისთვის.

Harpers-ის ცნობით, 2021 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, დიდ ბრიტანეთში  ქართული ღვინის ექსპორტი 72%-ით გაიზარდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის იმპორტიორებს შორის მეთერთმეტე ადგილზეა.

კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივაა Georgian Wine Connect – 24/7 ონლაინ ჰაბი, რომელიც ქართველ მწარმოებლებს, რომლებიც მზად არიან თავიანთი პროდუქტის ექსპორტისთვის, მყიდველთან აკავშირებს. ჰაბი ქართული ღვინის 50 მწარმოებლის მონაცემებს აერთიანებს. ონლაინ პლატფორმა რეგისტრირებულ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აირჩიონ ინტერესის სფერო, მათთვის საინტერესო მარნები, სამიზნე ბაზარი და დაგეგმონ ონლაინ შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან.

ქართულ ღვინოს საკმაო გამოხმაურება აქვს, 2022 წლის იანვარში,  ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა Naked Wines, Lea, Sandeman, ქართული ღვინოები დაამატეს, რათა თავიანთი მომხმარებლების ინტერესი დააკმაყოფილონ.

ღვინის ვირტუალური დეგუსტაციისთვის რეგისტრაცია მომავალ თვეში გაიხსნება.  დეგუსტაციაზე  ბრიტანეთში ამჟამად ხელმისაწვდომ ღვინოებზე გაკეთდება ძირითადი აქცენტი. ვირტუალური დეგუსტაციები გაიმართება ონლაინ პლატფორმა „ზუმის“ გამოყენებით, სტუმრებს ღვინის ნიმუშები წინასწარ გაეგზავნებათ, 2022 წლის აპრილში, სექტემბერსა და ნოემბერში. რეგისტრაცია მარტში გაიხსნება საიტზე www.swirlwinegroup.com

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული