Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“საქართველო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვების კულტურის ქვეყანაა” - Indagare

საქართველოსა და ჩვენი ღვინის, გასტრონომიისა და კულტურის შესახებ თანდათან უფრო მეტ უცხოურ ჟურნალსა თუ სტატიაში წაიკითხავთ. Indagare ონლაინ ჟურნალი და კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მოგზაურობას ურჩევს მკითხველს და ჯგუფური ტურების დაგეგმვაში ეხმარება მათ. ამჯერად კი საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ წერენ, ახსენებენ მათთვის გამორჩეულ მარნებსა და საოჯახო სასტუმროებს: “საქართველოში მიღებული გამოცდილება, ჩემი აზრით, წარმოუდგენლად განსაკუთრებულია, თქვენ შეგიძლიათ ღვინის დაყენების უძველეს ტექნოლოგიას გაეცნოთ ძალიან პატარა ღვინის მარანში და იქვე, სუფრაზე აღმოაჩინოთ, რომ ახლახანს დაჭაშნიკებული ღვინო მსოფლიოს წამყვანი რესტორნების მენიუშია, მაგალითად Noma-სა და El Celler de Can Roca-ში”. 

ავტორი საუბრობს თბილისის მოხატულ კედლებზე, ვიწრო, ძველ ქუჩებზე, განსხვავებულ არქიტექტურაზე: “უცნაურია, მაგრამ იქაურობა ნამდვილად მოგაგონებთ new orlean-ის არქიტექტურას მრავალი თვალსაზრისით, აივნებითა და სახლებით” - წერს კეითლინ ნათანსონი, მკითხველს კი ძველ თბილისში სეირნობისას აღმოჩენილ რამდენიმე გამორჩეულ რესტორანსა და კაფეს ურჩევს: “იქ სეირნობისას, თითქოს თბილისის სული ვიგრძენით, აღმოვაჩინეთ ბევრი საინტერესო ადგილიც. “გუნდას საცხობში” უგემრიელესი ხაჭაპური გავსინჯეთ; “კახელებში” კი ხინკალი; “პოლიფონიაში” უგემრიელესი ნატურალური ღვინო გავსინჯეთ”. 

 საქართველოში სტუმრობისას კახეთსაც ესტუმრნენ: “აქ ნამდვილად აღმოაჩენთ საუკეთესო ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის სიმბოლოები მთელ ქვეყანაშია, კახეთში განსაკუთრებით  თვალშისაცემია მოჩუქურთმებული ვაზის ლერწმები შენობებსა და ტაძრებზე.“ - ვკითხულობთ სტატიაში. ავტორი აღნიშნავს, რომ აქ მეღვინე შეიძლება იყოს იურისტიც, ბიზნესმენიც, ექიმიცა და არტისტიც, საუბრობს მისთვის გამორჩეული მარნებსა და რესტორნებზე კახეთში: “ჩემთვის განსაკუთრებული იყო “ტიბაანის ვენახები”; სადილი “ხოხბის ცრემლებში”; “ოქრო”, სადაც ულამაზესი ხედებია, “კეროვანი” და “ტოგნიძის ღვინო”. მკითხველს კი საქართველოს სტუმრობასა და ღვინის დაჭაშნიკებას ურჩევს: “საქართველოში აღმოაჩენთ ყველაფერს, რაც თქვენთვის საინტერესოა; უგემრიელეს ღვინოსა და კერძებს, საინტერესო გასტრონომიასა და დაუვიწყარ თავგადასავლებს”

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული