Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საოჯახო მარნების რეგისტრაცია ახალი ღვინის ფესტივალი 2018-სთვის 5 აპრილს დასრულდება

შეგახსენებთ, რომ  ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა საოჯახო მარანმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს არაუგვიანეს 5 აპრილისა.

მონაწილე გაივლის შესარჩევ ტურს, “ღვინის კლუბის” სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან შეარჩევს საუკეთესო ღვინოებს, რომლებიც დაიშვება ფესტივალზე. შესარჩევ ტურშიც და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2017 წლის მოსავლის ახალი ღვინო. ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის უფასოა.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 მინის ბოთლის ოდენობით) და შევსებული ანკეტა.

მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 2 კვირით ადრე.

ფესტივალზე წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 20 ლიტრს.

სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტით, წარმოადგინეთ შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას 45, სართული 14, ღვინის კლუბი. ტელ: 2180171 მობ: +995 598308688

ნიმუშები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს, 11:00 –დან 18:00 სთ-მდე, 5 აპრილამდე.

E-mail: info@wineclub.ge

ანკეტა გადმოწერეთ აქედან

ახალი ღვინის ფესტივალი 2018 კვლავ მთაწმინდის პარკში ჩატარდება. 12 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2017 წლის) საუკეთესო ღვინოებს.

საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოსული ღვინოების შესარჩევი დეგუსტაციები ახალი ღვინის ფესტივალი 2018-ის პარტნიორ ღვინის ბარში g.vino ეტაპობრივად იმართება. აქტივობა საკმაოდ მაღალია, დღევანდელი მონაცემებით დარეგისტრირებულია 300-მდე ღვინო.

ახალი ღვინის ფესტივალი 2018-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ. თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი, რადიო Jako Fm. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, g.vino.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



მაქვს უძველესი მარანი კასპის რაიონ სოფელ თეზში. თეზი. არის ჩანგრეული და საჭიროებს აღდგენას. თუ არის სახელმწიფოს მხრიდან რამე თანადაფინანსება???

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული