Home
ქართული | English
ივნისი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

მულტიმედია

კომენტარები

სამეგრელოს თეთრი ჯიშები

ჭვიტილური – მალხაზ ხარბედიას ფოტო

ერმილე ნაკაშიძე, მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში. სახელგამი, 1929

28. ჭვიტილური - ვაზი ღონიერია, მოსავლიანი. მტევანი მრგვალ-მოგრძო და მკვრივი; მარცვალი წვრილი, მრგვალი, გამჭირვალე, ყვითელ-თეთრი ფერისა და მზეზე, როცა სავსებით დამწიფდება, ქარვის ფერს იღებს, ხორციანი, კბილებში ხრაშუნი გააქვს; კანი სქელი; ხორცი მკვრივი, ნაკლებ გემოიანი. გვიან მწიფდება; ღვინო უდგება მაგარი, სასიამოვნო არომატით. ეს ჯიში ძალიან გავრცელებული იყო, მცირე რაოდენობით სამეგრელოს ყოველ სოფელში აშენებდნენ, მაგრამ კარგ ღვინოს ის იძლეოდა ამ რაიონის მარტო მაღლობ ზოლზე, მის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილში, სახელდობრ: წალენჯიხა, საჩინო, მუხური, ჯგალი, სალხინო და ამ სოფლების მიდამოებში.

29. ჩეჭიბეში - მეტად გავრცელებული ჯიში იყო სამეგრელოს მეღვინეობის რაიონის ყველა სოფელში; საადრიო ჯიშია, მწიფდება აგვისტოს დამლევს, ღვინო კარგი უდგება.

30. ჩეში - ეს ჯიშიც ძალიან გავრცელებული იყო როგორც მაღლობ, ისე ვაკე სამეგრელოში; კარგ ღვინოს იძლეოდა.

31. ჩერგვალი - ამ ჯიშის გავრცელების რაიონი სამეგრელოს მაღლობი ნაწილია; იძლეოდა საუცხოვო ღვინოს.

32. ზერდაგი - ნაცრის გაჩენამდე საერთოდ გავრცელებული ჯიში იყო, შემდეგ მცირედი რაოდენობით შეხვდებოდით  მდ. ხოპს და ტეხურს შუა, სოფელ თამაკონიდან დაწყებული ნაესაკოვომდე.

33. მაური -  ეს ჯიში გვხვდებოდა სოფლებში: გეჯეთი, სუჯუნა, გულეიკარი და სხვ.

34. ეგურძგული - შუა სამეგრელოს სოფლებში: ახუთი, ხორში და მათ მიდამოებში.

35. ჩეკში ანუ ჩიჩკიში - ეკის და სენაკის მიდამოებში.

36. შხუჩეში -  ძალიან გავრცელებული ჯიში იყო სამეგრელოს სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილში, სოფლებიდან ზანა, საჯიჯაო, უფალი კარი და ბანძა რიონის ნაპირებამდე.

37. ცხინკილოური - საზოგადოდ ცნობილი ჯიში იყო საჭილაოში.

38. კვაწახური - სოფ. ბანძა, ლეიხანდრე, ონოღია და სხვ.

39. ჩე-კოლოში - სოფ. ქვალონი, ნოჯიხევი და სხვ.

40. ოპოპი - სოფელ ხორშის მიდამოებში.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.