Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რატომ არის ღვინის ეკონომიკა მნიშვნელოვანი?

ღვინის ეკონომისტი კარლ სტორჩმანი მიიჩნევს, რომ სექტორის განვითარებისთვის სტატისტიკური მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია. ეკონომიკის პროფესორი ნიუ იორკში მუშაობს, მისი საქმიანობა ღვინის ისტორიისა და კულტურის ბიბლიოთეკასა და პირად მარანსაც აერთიანებს. იგი ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორია, თუმცა მისი ნაშრომების უმეტესობა ღვინის ინდუსტრიის სტატისტიკურ ანალიზს ეხება.

თავად ტერმინი „ღვინის ეკონომიკა“ საკმაოდ ახალია და პოპულარული ბოლო ათწლეულში გახდა, მსგავსი მკვლევრების დამსახურებით. თავად სტორჩმანის ინტერესი ღვინისადმი 1990-იან წლებში გერმანიაში ცხოვრების დროს დაიწყო, სადაც პატარა ვენახსა და მეღვინეობას ფლობდა. იგი არაერთ მეღვინეს ხვდებოდა, ამ გამოცდილებამ იგი მეღვინეობისთვის სტატისტიკისა და ემპირიული მონაცემების მნიშვნელობაზე დააფიქრა.

ამერიკაში ჩასვლის შემდეგ ის დაუმეგობრდა ორლი ეშენფელტერს, ეკონომისტს, რომელიც უკვე დაინტერესებული იყო მეღვინეობით და 25 ადამიანიანი ჯგუფი შექმნეს. ისინი ღვინის შესახებ აზრების გასაცვლელად იკრიბებოდნენ ხოლმე. სწორედ მათი იდეა იყო ჟურნალ Wine Economist დაარსება. შემდეგ ეს ადამიანები ამერიკული ღვინის ეკონომისტთა ასოციაციაში (AAWE) გაერთიანდნენ. დღეს ასოციაცია 1000 ადამიანს აერთიანებს, მათ მიერ განხილული თემები კი ღვინის სექტორისთვის გლობალურად მნიშვნელოვანია.

„ღვინის ეკონომიკა“ მსოფლიოში საკმარისად პოპულარული არ არის  და ბევრი მას ეკონომიკის ცალკე მიმართულებად არ განიხილავს. რაზეც სტორჩმანი ამბობს, რომ 15 წლის წინ ეს ტერმინი საერთოდ არ არსებობდა, ახლა კი გლობალური შეხვედრები იმართება და პრობლემები, რომლებზეც მსჯელობენ ძალიან მნიშვნელოვანია. დროთა განმავლობაში ეს სფერო ბევრისთვის გაცილებით საინტერესო და მიმზიდველი გახდება, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს. ახლა გაცილებით მეტი მეღვინე თუ ეკონომისტი ფიქრობს იმაზე, თუ როგორაა შესაძლებელი, სტატისტიკისა თუ ემპირიული მონაცემების გააზრებით, სფეროს განვითარება და პრობლემების გადაჭრა. ღვინის ეკონომისტი ინტერვიუში ორლი ეშენფელტერის, ღვინის ეკონომიკის დამფუძნებლის, პოზიციას მოიხმობს: ღვინის აუქციონზე საუკეთესო ბორდოს ფასის დასადგენად იმ წლის ტემპერატურასა და ნალექის რაოდენობაზე დაკვირვებაც კია საჭირო. მეღვინეებისა და ეკონომისტების ამ ჯგუფის აზრით, კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობა ბევრ ბუნდოვანებას და მითებს გააქრობს. მათ მიერ დაარსებულ ჟურნალსაც ეს მისია აქვს - ღვინის მრეწველობაში სიახლისა და სწორი ინფორმაციის შეტანა.

ამ ჯგუფის ხედვით, რაოდენობრივ მონაცემების გამოყენებით ინდუსტრიაში არსებული თითქმის ყველა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი.  ეს ბევრისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოსადეგი იქნება. ასევე, მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ინტერდისციპლინური კვლევები იმ მთავარი პრობლემების შესახებ, რომლებიც დღეს ღვინის სექტორს გლობალურად უდგას.  

ასეთი პრობლემაა, მაგალითად კლიმატის ცვლილება, რომლის შესახებ კვლევები თითქმის ყოველთვის ერთი პერსპექტივიდანაა დანახული. ასევე, სტორჩმანს ღვინის სექტორის ზედმეტი რეგულირება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, დამაზიანებლად მიაჩნია. ღვინის ექსპერტების როლი და მათი სავარაუდო გავლენა მეტ ყურადღებას იმსახურებს, თუმცა ექსპერტის კვალიფიციურობაც მნიშვნელოვანი საკითხია, - ამბობს სტორჩმანი. როგორც ჩანს, ეს ამერიკაშიც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული