Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქარვისფერი ღვინო ლონდონში მოდურად იქცა

რამდნეიმე დღეა, რაც ბრიტანელი ღვინის იმპორტიორები, ჟურნალისტები და ღვინის პროფესიონალები საქართველოში იმყოფებიან. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, დენიელ ილსლის (Theatre of Wine) ინფორმაციით, ბრიტანელები ქართულ  ღვინოებს  დიდი ენთუზიაზმით აგემოვნებენ. „ეს ეხება როგორც ლონდონში მცხოვრებ ტრადიციების მოყვარულ ადამიანებს, რომლებიც სიამოვნებით მიირთმევენ ქინძმარაულს, ასევე ახალგაზრდა ბრიტანელებს, რომლებსაც ახალი არომატებისა და გემოების აღმოჩენა იტაცებთ. ქარვისფერი ღვინო ლონდონში ამ დროისთვის მოდურად იქცა, ღვინის ბარებში, რესტორნებში, პრესამ და კარგმა პიარმა მომხმარებელი დააინტერესა. უნიკალური არომატები, ინდივიდუალური წარმოების ტექნოლოგია, ისტორიის მნიშვნელობა, ეს ის ფაქტორებია, რითაც ქართულმა ღვინომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ღვინის ბაზრის, ბრიტანეთის ყურადღება მიიპყრო” - აღნიშნა მან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Swirl Wine Group-ის მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში ბრიტანელი პროფესიონალები იმერეთში, ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ეცნობიან: “ვარციხის მარანი”, “მეღვინეობა ხარება”, „გიორგი ნათენაძის მარანი”, “იაგოს მეღვინეობა”, “მეღვინეობა სთორი“, „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა“, „მათრობელა ვაინსი“, „თელიანი ველი“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS“, „გიუაანი“ და „მეღვინეობა ლუკასი“. ისინი მეთუნე ზაზა კბილაშვილსაც ესტუმრნენ, ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას კი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მეურნეობაში გაეცნენ.

შეგახსნებეთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრ სარა ებოტის მარკეტინგულ კომპანია Swirl Wine Group-თან 2017 წლიდან თანამშრომლობს. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ბრიტანელი პროფესიონალების წინაშე ქართული ღვინის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის  8 თვის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 53 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 17%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული