Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ქარვისფერი ღვინო განსხვავებული და უნიკალური არჩევანია ღვინის სამყაროში“ - ამერიკული ჟურნალი ქარვისფერი ღვინის შესახებ წერს

ამერიკული ცნობილი ჟურნალის robb report-ის სტატიაში ქარვისფერი ღვინის შესახებ ვკითხულობთ, სადაც ავტორი, მაიკ ჯესიმონი, საკუთარ გამოცდილებას აღწერს ამ კატეგორიის ღვინოსთან დაკავშირებით: "ყველაფერი მეგობრებთან ერთად ერთი ვახშმით დაიწტო, სადაც ტრადიციულად წითელი ღვინო უნდა შეგვერჩია, თუმცა, სომელიემ უფრო არატრადიციული, ქარვისფერი ღვინო შესთავაზა. ეს ღვინო, რომელიც Sauvignon Blanc-იგან იყო დამზადებული, მყისიერად არ მოეწონათ მეგობრების უმრავლესობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ გამოცდილებამ ღვინის განსხვავებულ სახეობებზე საუბრის დაწყების შესაძლებლობა მოგვცა" - ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიის მიხედვით, ნარინჯისფერი ღვინო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება აშშ-ში, თუმცა ეს საკმაოდ რთული კატეგორიაა აღსაქმელად. ავტორი მკითხველს უამბობს, რომ ღვინო მზადდება თეთრი ყურძნისგან, თუმცა დამზადების პროცესში წვენს ხანგრძლივი დროით აჩერებენ დურდოზე, რაც მას განსაკუთრებულ ფერს - ქარვისფერს აძლევს: "ეს ტექნიკა ძველი და ტრადიციულია, განსაკუთრებით საქართველოში, რომელიც ნარინჯისფერი ღვინის სახლია". აღნიშნავს ავტორი.

ნარინჯისფერი ღვინის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა ნიუ-იორკის ბრუკლინის ურბანულ ზონაში, სადაც ბუნებრივი ღვინის ბარები, როგორიცაა Cherry on Top, ამ სტილის ღვინოებს თავისი სიის მნიშვნელოვან ნაწილად წარმოადგენენ. ბარის მთავარი სომელიე, სამმი შაკერი, აღნიშნავს, რომ ეს კატეგორია ბარის ყველაზე მოთხოვნადი ღვინოა. თუმცა, ნარინჯისფერი ღვინის გარშემო კვლავ ბევრი გაუგებრობაა. ზოგიერთი სტუმარი მას “ფორთოხლისგან დამზადებულ ღვინოდ” თვლის, რაც სომელიესთვის განსაკუთრებულ მომენტს ქმნის სტუმრებთან ამ სტილის ღვინის შესახებ საუბრის დასაწყებად.

სტატიაში ასევე განხილულია, თუ როგორ ირჩევენ სომელიეები ნარინჯისფერ ღვინოს სხვადასხვა რესტორნებში. მაგალითად, ჩიკაგოში, El Che და Brasero რესტორნების ღვინის დირექტორი ალექს კუპერი ქარვისფერ ღვინოს თავის სიის ცალკე ნაწილში ანაწილებს და მისთვის საინტერესოა სამხრეთ ჩილესა და არგენტინის რეგიონებიდან წარმოშობილი ღვინოები. სან ფრანცისკოში, ცნობილ იტალიურ რესტორანში A16, მფლობელი და დირექტორი შელი ლინდგრენი ნარინჯისფერ ღვინოებს რეგიონული პრინციპით განლაგებულ გვერდებზე წარმოადგენს და იტალიის ლაციოს, სიცილიის, კამპანიისა და უმბრიის რეგიონებიდან იმპორტირებულ ღვინოებს ანიჭებს უპირატესობას.

სტატიაში ავტორი აღნიშნავს, რომ ნარინჯისფერ ღვინოს განსაკუთრებული გემო აქვს, რომელიც განსხვავდება ტრადიციული თეთრი ღვინოებისგან: "მასში ხშირად შეგვიძლია შევიგრძნოთ ატმისა და გარგრის ჩირის, ტყისა და კვამლის, მოხალული თხილისა და მიწის ნოტები. ბევრი ნარინჯისფერი ღვინო, რომელიც ბუნებრივ სტილში მზადდება, უმჯობესია ახალგაზრდა მდგომარეობაში დაილიოს, თუმცა ზოგიერთი ხანგრძლივი დაძველებისთვისაც შესაფერისია."

სტატიაში საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ღვინის კულტურაზეც აღნიშნავენ, რაც ნარინჯისფერი ღვინის ისტორიულ და გეოგრაფიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკრეტულად ქართული ქარვისფერი ღვინის ბრენდები სტატიაში ნახსენები არ არის.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული