Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქარვისფერი ღვინის გავლენა ავსტრალიური ღვინის კულტურაზე

ქარვისფერი ღვინოები არა მხოლოდ თავისი უნაზესი და განსაკუთრებული გემოებით გამოირჩევა, არამედ ზოგ შემთხვევაში კონკრეტული ქვეყნის ღვინის კულტურას საუკეთესოდაც კი გადმოსცემს. მაგალითად, როგორც სტატიაში წერენ, არაფერი ისე უკეთესად არ გამოხატავს ავსტრალიური ღვინის კულტურას, როგორც ნარინჯისფერი ღვინო. ღვინის წიპწებთან ერთად დაყენების ტექნოლოგია ათწლეუების მანძილზე თანდათან ავტრალიური ღვინის დაყენების კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. სტატიაში ქართულ მეღვინეობაზეც წერენ და ჩვენი ქვეყნის ამ მეთოდის უძველესობაზე: “მიუხედავად იმისა, რომ მეღვინეობის უძველესი კულტურების განუყოფელი ნაწილია საქართველო და მოგვიანმებით მას და მის ამ კულტურას ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაც შეუერთდა, შემდეგ სლოვენია დაა.შ., ავსტრალიაში ეს კულტურა 21-ე საუკუნის დასაწყისამდე არ დამკვიდრებულა”.

მორნინგტონის ნახევარკუნძულზე ერთ-ერთი მეღვინეს, კევინ მაკარტს ეკუთვნის პირველი ქარვისფერი ღვინოების წარმოება ავსტრალიაში 2008 წელს. ამ წლიდან ბუნებრივი ღვინის წარმოების პროცესი გახშირდა და უფრო მეტი პოპულარობა და სახელიც მოიხვეჭა. 2010 წელს კი სემილონის მოსავალი  900 მლ. ცვილით “შემოსილ” კერამიკულ ჭურჭელში დაყენდა. მიუხედავდ იმისა, რომ ჯგუფი ახლა აღარ არსებობს, მკვლევრები კიდევ აწარმოებენ და იკვლევენ წიპწებთან ერთად, ჭაჭაზე დაყენებულ ღვინოებს

ავტორი გვთავაზობს რამდენიმე ღვინოს, რომლებიც ავსტრალიურ ქარვისფერ ღვინოებს ძალიან კარგად წარმოაჩენს. ესაა Brash Higgins 2019 CHN Willamba Hill Vineyard Chenin Blanc (McLaren Vale); $36, 95 Points - ხასიათდება თაფლის, ახლად გათიბული ბალახის, ტყავისა და სვენი კენჭის არომატებითმ რომლებიც მდიდრულ განწყობაზე აყენებს ღვინის მოყვარულებს და აგრეთვე საკმაოდ რთული დამახასიათებინა. Yangarra 2019 Roux Beauté Roussanne (McLaren Vale); $60, 94 Points კი კრემ-ბრულეს, ფუტკრის ცვილისა და ნესტიანი თივის არომატებით გამოირჩევა. ამასთანავე მეტ სიღრმესა და სისრულს სთავაზობს დაჭაშნიკებისას. ღვინოების სრული სია შეგიძიათ იხილოთ საიტზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული