Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული რჩეული მეღვინეობები ამერიკულ ჟურნალში

Photo Credit @travejar.com

The Medium ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალია აშშ-სა და ევროპაში, სადაც პროფესიონალები მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე წერენ. გასულ კვირას ჟურნალში სტატია გამოაქვეყნდა, სადაც მკითხველს საქართველოში რჩეულ მეღვინეობებს ურჩევენ. 

პირველ რიგში  ავტორი “შატო მუხრანს” ახსენებს და მის ისტორიას ყვება: “თუ ტრადიციული ღვინის დაგემოვნებასთან ერთად ლამაზი ვენახისა და ქართული, მე-19 საუკუნის სასახლის მონახულებაც გსურთ მცხეთასთან ახლოს, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ “შატო მუხრანს” - ვკითხულობთ სტატიაში.

შემდეგ “ხოხბის ცრემლებზე” წერს და აღნიშნავს, რომ აქ ღვინო ნატურალური და ორგანული წესებით იწარმოება. “ხოხბის ცრემლები” 2007 წელს ჯონ ვუდერმენმა და გელა პატალიშვილმა დააფუძნეს. აწარმოებენ რქაწითელს, საფერავს, ქისს, შავკაპიტოს, მწვანეს, კახურ მცვივანს, თავკვერს, ცოლიკოურსა და ჩინურს. 

შემდეგია Schuchmann Wines - “ეს ღვინის საწარმო გამოირჩევა იმით, რომ ულამაზეს ადგილას, კახეთში, სტუმრებს დასვენების შესაძლებლობასაც სთავაზობს და ქართული, ქვევრის ღვინოების დეგუსტაციას. შეგიძლიათ დაათვალიეროთ ვენახი და შემოდგომით მონაწილეობაც კი მიიღოთ ღვინის დაწურვის სხვადასხვა პროცესში”.

თელავის ღვინის მარანი” - აქ გასინჯავთ ქვევრის თეთრსა და წითელ ღვინოებს. თუ სემინარებს, დეგუსტაციებსა და სხვა აქტივობებს გეგმავთ, ძალიან კარგი ადგილია ამ ყველაფრისთვის: “საქართველოს ღვინის კულტურისა და 8000 წლოვანი მემკვიდრეობის აღმოსაჩენად ძალიან კარგი ადგილია.” - წერს ავტორი.

ღვინის საწარმო Vita Vinea კახეთის რეგიონში, სოფელ შალაურში მდებარეობს. მარანს ორი ძმა, თემური დაქიშვილი და დავით დაქიშვილი მართავს. ღვინოებს ქვევრში აწარმოებენ და ღვინოს დანამატების გარეშე აწარმოებენ. “სტუმრებს შეუძლიათ დაესწრონ როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ტექნოლოგიებით ღვინის დამზადების პროცესს. მათ ღვინოს განსაკუთრებული, ხანგრძლივი დაბოლოება და საინტერესო არომატები აქვს. ეწვიეთ ამ ღვინის საწარმოს იმისთვის, რომ საუკეთესო ქართული ღვინოები დააჭაშნიკოთ და ღვინის წარმოების პროცესსაც უკეთ გაეცნოთ.”

ტყუპების მარანი” კი ნაფარეულშია. ის 1994 წელს გია და გელა გამტკიცულაშვილებმა დააარსეს. დასასრულს ავტორი “ჩელთის” მეღვინეობაზე წერს, რომელიც სოფელ შილდაში მდებარეობს და 2001 წელს მირიანიშვილების ოჯახის აშენებულია. ვენახები 80 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული. მეღვინეობაში არის სპეციალური ტურისტული ზონა, სადაც ღვინის დეგუსტაციები ეწყობა ხოლმე. ავტორი მკითხველს ურჩევს "შატო მერესა" და "მეღვინეობა ხარებასაც", სტატია წაიკითხეთ medium.com-ზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული