Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კობრი ბოსტნეულით

მასალა: 1 კგ თევზი (კობრი), 300 გ. თხლად დაჭრილი ლორი, 700 გ. კანიანად მოხარშული კარტოფილი, 300 გ. მოხარშული სტაფილო, 500 გ. პამიდორი, 3-4 ცალი სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა, 2-3 კამის ღერი, 2 თავი ხახვი, ვაშლის ძმარი, მარილი, პილპილი, პაპრიკა გემოვნებით, 1-2 ს/კ მაიონეზი, 1-2 ს/კ არაჟანი.

მომზადება: ხახვი დავჭრათ სიგრძეზე 2-3 ნაწილად და ჩავაწყოთ ვაშლის ძმარში. თევზი გავასუფთავოთ, წავუსვათ მარილი შიგნიდან და გარედან და სამ ადგილას სიგანეზე ღრმად დავსეროთ. მუცელში ჩავუდოთ კამის ღერები. ჭრილებში ჩავაწყოთ ლორის ნაჭრები, წრეებად დაჭრილი პამიდორი და სიგრძეზე დაჭრილი წიწაკა. თევზი ჩავდოთ ფორმაში, გარშემო ერთიმეორის მიყოლებით შემოვუწყოთ წრეებად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი და სტაფილო, აქა- იქა შემოვულაგოთ წინასწარ დამარინადებული ხახვი. მაიონეზი, არაჟანი, პილპილი და მარილი ავურიოთ ერთმანეთში და მოვასხათ თევზს და ბოსტნეულს, მოვაყაროთ პაპრიკა და შევდგათ ღუმელში. როდესაც თევზის მომზადებას ცოტა დააკლდება, გადავიტანოთ გრილზე და იქ შევბრაწოთ.

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული