Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ქვევრის ღვინოები ლოს-ანჯელესში, ნატურალური ღვინის გამოფენაზე

RAW Wine-ზე, ლოს-ანჯელესში გამართულ ნატურალური ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე ქართული 7 მარანი იყო წარმოდგენილი. 6-7 ნოემბერს, ორდღიან გამოფენაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ქართული ღვინოების დაჭაშნიკებასთან ერთად ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და ტექნოლოგიას გაცნობოდნენ, ასევე ქართულ კულტურასა და ისტორიას: “ქართული ღვინის წარდგენა ამ გამოფენაზე ქვევრის ღვინის ცნობადობას ზრდის, რაც პოტენციური იმპორტიორებისა პოვნისა და ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობებს იძლევა” - ვკითხულობთ სტატიაში

RAW Wine (The artisan Wine Fair) ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ გამორცეულ გამოფენად, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები აცნობენ თავიანთ პროდუქტს ღვინის მოყვარულებს, იმპორტორებს, ექსპერტებსა და ღვინის მწერლებს. წელს გამოფენაში 100-მდე მწარმოებელი იღებდა მონაწილეობას 13 ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ჩილედან და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ 13-14 ნოემბერს ლოს-ანჯელესის გამოფენის მონაწილე კომპანიები და ღვინის მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას ნიუ-იორკში იმავე ფორმატის გამოფენაზე RAW Wine NY. 

აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთი გამორჩეულად სტრატეგიული ბაზარია, სადაც წლევანდელი მონაცემებით 1 მილიონამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. უნდა ითქვას ისიც, რომ ღვინის მყიდველები საქართველოდან ბოლო თვეებში იმპორტირებული ღვინის სიმწირეს განიცდიან, განსაკუთრებით კი ნატურალური ღვინის მოყვარულები, რაც კიდევ უფრო მეტად რუსეთ-უკრაინის ომის გამო გართულდა. ბევრი რეისი ან გადაიდო, ან კი გაუქმდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ღვინის იმპორტი აშშ-ში გაიზარდა თითქმის 240%-ით 2012-2021 წლებში. კალიფორნიაში კი, კერძოდ Bay Area-ს წამყვან რესტორნებში განსაკუთრებით პოპულარულია  ქართული ქარვისფერი ღვინოები. RAW Wine Exhibition და სხვა მსგავსი ღონისძიებები ქართული ღვინის პოპულარობას კიდევ უფრო ზრდის, რაც, ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.