Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ქვევრის ღვინო ბერლინში RAW WINE 2018-ზე

13-14 მაისს ბერლინში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე RAW WINE (The Artisan Wine Fair) ჩატარდა, სადაც საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელმა 8 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაზე ,,RAW WINE” ქართული ღვინის წარდგენა უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს საერთაშორისო დონეზე, რაც მეღვინოების სფეროს წარმომადგენლობისთვის იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების საშუალებას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ბერლინში შემდეგი კომპანიები წარსდგნენ: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ნათენაძის მარანი“, „ველინო“, „ტიბაანი“, „აი ღვინო“, „ნაოტარი“, „რაჭული“ და „ბოლნური“. გამოფენაში ქართული ღვინის მონაწილეობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლების კუთხით.

გამოფენზე მოსულ სტუმრებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურასა და ისტორიას.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული