Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო პარიზში Raw Wine-ის ბუნებრივი ღვინის გამოფენაზე

12 - 13 თებერვალს პარიზში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა RAW WINE (The Artisan Wine Fair) ჩატარდება, სადაც საქართველოდან ღვინის მწარმოებელი  12 კომპანიამ მიიღებს მონაწილეობას.

გამოფენა RAW WINE-ზე ქართული ღვინის წარდგენა უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს  საერთაშორისო დონეზე, რაც მეღვინეებისთვის იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების საშუალებას. გამოფენაზე მისულ სტუმრებს  დაგემოვნებასთან ერთად, საშუალება აქვთ გაეცნონ ქართული ღვინის დამზადების უძველეს ტრადიციებს, კულტურასა და ისტორიას. საქართველო Raw Wine-ზე უკვე წლებია რაც მონაწილეობას იღებს, მათ შორის არის ბერლინის, ლოს-ანჯელესისა და კოპენჰაგენის გამოფენები, რომლებიც ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იმართება.

გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი). RAW WINE-ზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს წელს.

შეგახსენებთ, აქ მეღვინეები მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივ ღვინოს წარადგენენ. ფესტივალზე შეხვდებით ღვინის ექსპერტებს, მოყვარულებსა და იმპორტიორებს. RAW WINE პარიზში მეორედ იმართება 11 და 12 თებერვალს. გამოფენა ღიაა ვიზიტორებისთვის კვირას დილის 11 საათიდან საღამოს 6 საათამდე და ორშაბათს 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე. ახლა კი ქართველ მონაწილეებს გაგაცნობთ:

Anapea

Andria’s Gvino

Artana Wines

Demi`s Winery

DoReMi Wine

Iora - Winery and Distillery

Jakeli Organic Wines and Vineyard

Lomtadze's Marani

Malati Winery

Tilisma Winery

Vejini Wine House

Vellino

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.