Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ქართულ ღვინოს ევროკავშირი დაიცავს

დღეს ევროკავშირი და საქართველო გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდა. პირველ ეტაპზე იგეგმება ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული 18 დასახელების ღვინის გაყალბებისგან დაცვა. ესენია: წინადალი, ხვანჭკარა, ტვიში, ქინძმარაული, მუკუზანი და სხვა.
”ხელშეკრულება, აგრეთვე, ხელს შეუწყობს ახალ ინიციატივებს ტურიზმის სექტორში და წაახალისებს ახალ მარკეტინგულ წინადადებებს. შეთანხმების საშუალებით საქართველო შეძლებს თავისი კანონმდებლობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებში... ეს პროცესი უდაოდ შეუწყობს ხელს იმ რეგიონების განვითარებას, რომელსაც ღვინის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების საუკუნოვანი ტრადიცია აქვთ”, - ნათქვამია ევროგაერთიანების საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გეოგრაფიული სახელწოდებების სისტემა ევროკავშირის ხარისხის დაცვის პოლიტიკის ქვაკუთხედად მიიჩნევა და მიზანმიმართულად უწყობს ხელს სახელწოდებების რეგისტრაციას. დღეისათვის ევროკავშირში დაახლოების 3000 დასახელების პროდუქტია რეგისტრირებული.
შეთანხმების პარაფირების ცერემონიაზე, საქართველოს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო ევროკავშირს - ევროკომისიის სოფლის მეურნეობის დირექტორატის საერთაშორისო საკითხების დირექტორი ნიკოლა ვერლე.

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234