Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო მარსელში, საერთაშორისო გამოფენაზე

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიური ფესტივალი Salon Savim Automne გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია LE PONT CAUCASIEN-ის ორგანიზებით, საქართველოდან  12 მარნის ღვინოები იყო წარმოდგენილი.

Salon Savim Automne, თავისი 30 წლიანი ისტორიით, ერთ-ერთ პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება საფრანგეთში. ფესტივალს სტუმრობენ როგორც ღვინის იმპორტიორები და კომერციული პირები, ასევე ღვინის მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალის მონაწილე ღვინის კომპანიებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ, ჯამში ღონისძიებას 100 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს. საფრანგეთში ქართული ღვინის მიმართ განსაკუთრებით ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესი ბოლო წლებში გაიზარდა. Salon Savim Automne-ზე ქართული ღვინის წარდგენა კიდევ უფრო  შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული