Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო ესტონეთში - Veinimess 4-5 აპრილს გაიმართება


4-5 აპრილს, ესტონეთის ქალაქ ტალინში, გაიმართება რიგით მეათე ესტონეთის ღვინის გამოფენა „Veinimess” რომელიც ესტონეთის სომელიეთა ასოციაციის Sommeljeede Assotsiatsioon (ESA) მიერ არის ორგანიზებული და ჩატარდება ტალინის კულტურის ჰაბში KultuuriKatel. 

ჩვენი ღვინის გამოფენა მრავალი წლის განმავლობაში იყო ადგილობრივი ღვინის კულტურის მნიშვნელოვანი საყრდენი. წლევანდელ იუბილეს განსაკუთრებული სიხარული მოაქვს, 10 წლისთავს უამრავი მასტერკლასითა და დეგუსტაციით აღვნიშნავთ.  უმაღლესი ხარისხის ღვინოებით ესტონეთში სწორედ ეს გამოფენაა უდავოდ საუკეთესო ადგილი ახალი გემოვნების აღმოსაჩენად, სხვადასხვა ღვინის მწარმოებელთან შესახვედრად და ღვინის მრავალფეროვნების აღმოსაჩენად“, - აღნიშნავს კრისტიან მარკი, Veinimess-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ესტონეთის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი.

წლევანდელ ღვინის გამოფენაზე წარმოდგენილია ესტონეთის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ღვინის იმპორტიორი და უცხოელი ღვინის მწარმოებლები. მონაწილეობას იღებს საქართველო, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, სომხეთი და ესტონეთი.

გამოფენაზე იქნება ტრენინგებისა და დეგუსტაციების საინტერესო პროგრამა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა ღვინის რეგიონებსა და ღვინის მწარმოებლებს. ღვინის ბაზრობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენის ორივე დღეს გახსნიან იშვიათი 12-ლიტრიან ბალთაზარის ბოთლი Moët & Chandon შამპანურს დასაჭაშნიკებლას. ღონისძიებაზე ასევე შესაძლებელი იქნება მრავალი ჯილდოს მფლობელი ღვინის გასინჯვაც.

გამოფენაზე ჩატარდება სხვადასხვა მასტერკლასი, მათ შორის სამხრეთ საფრანგეთის გასტრონომია და მეღვინეობა, “ღვინო პორტოდან”, ცქრიალა ღვინოები საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონებიდან, განსაკუთრებული ვარდისფერი ღვინოები Château Minuty-დან. 

გამოფენის ორგანიზატორია ესტონეთის სომელიეთა ასოციაცია (ESA), რომელიც დაარსდა 2000 წელს. ESA არის Association de la Sommellerie Internationale-ს (A.S.I.) წევრი 2002 წლიდან. დღეს ასოციაცია აერთიანებს 180-ზე მეტ წევრს, 40-ზე მეტ პარტნიორს და მათ წარმომადგენლებს. ESA აწყობს ღვინის მცოდნეებისა და სომელიეების კურსებს ესტონეთის სომელიეების კერძო სკოლაში, სადაც ყოველწლიურად ასზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. გამოფენაზე მონაწილეობას იღებს ქართული რამდენიმე ღვინის კომპანია: “მონაწილეობს Giuaani Winery. Hermest Invest ასევე წარმოადგენს სხვა ქართულ მეღვინეობებს, რომლებიც ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია.” - აღნიშნავს Veinimess “ღვინის კლუბთან”.

გამოფენა 4 და 5 აპრილს 12:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება. ბილეთები წინასწარ იყიდება საიტზე Piletitasku.ee. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული