Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის დიდი წარდგენა იაპონიაში

იაპონიის ქალაქებში ტოკიოსა და ოსაკაში, ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაციები გაიმართა.

ტოკიოში გამართულ ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი  ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ეწვივნენ. ტოჩინოშინის სტუმრობა გამოფენის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა.

ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის პროფესიონალი დაესწრო: დისტრიბუტორები, იმპორტიორები, სომელიეები, რესტორატორები და ა.შ.

დეგუსტაციებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა. კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში და იგი წარმოადგენს სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge“-ს, რომელიც ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში 2017 წლიდან ახორციელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის ექსპორტს იაპონიაში დიდი პოტენციალი აქვს, და ისევე როგორც მთლიანად აღმოსავლეთ აზიის რეგიონი, იაპონია ქართული ღვინის მზარდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ქართული ღვინის კომპანიები  წარმოდგენილი იქნება იაპონიის მასშტაბურ გამოფენებზე „Wine & Gourmet Show“ და ,,FOODEX JAPAN“, ასევე სპეციალიზირებულ დეგუსტაციებზე იაპონიის სხვადასხვა ქალაქებში.

ამასთან ერთად, ტოკიოში სასტუმრო “Conrad Tokyo“-ში საერთაშორისო კონკურსი „Japan Wine Challenge“-ის მე-20 საზეიმო დაჯილდოების ღონისძიება და გალა ვახშამი გაიმართა, რომელსაც იაპონიის პრინცესა ტაკამადო დაესწრო და გამარჯვებულებს პირადად მიულოცა, რომელთა შორის  ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებიც იყვნენ.  კერძოდ, გასულ წელს გამართულ აზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსში „20th Japan Wine Challenge 2017“ უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს შემდეგმა ქართულმა ღვინოებმა: კომპანია „ჩიგოგიძე ვაინს“-ის „საფერავი 2015“-მა მოიპოვა კონკურსის უმაღლესი ჯილდო – პლატინის მედალი და რეგიონალური „ტროფი“, როგორც საუკეთესო წითელი ღვინო საქართველოდან. 2 ოქროს მედალი მოიპოვა „ვაზიანი კომპანის“ ხაზის „მაყაშვილის მარნის“ ღვინოებმა „მწვანე 2016“ და „ხიხვი 2016“. „ხიხვი 2016“-მა ასევე დაიმსახურა რეგიონალური „ტროფი“, როგორც საუკეთესო თეთრმა ღვინომ საქართველოდან. გალა ვახშამის ფარგლებში გაიმართა საქველმოქმედო აუქციონი. საღამოს ოფიციალური სპონსორი  „მეღვინეობა ვაზიანი“ იყო.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული