Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის შესახებ ცნობილი ჟურნალი Vogue წერს

ჯესიკა იუნგბაუერის მიერ 2024 წლის 1 ოქტომბერს Vogue-ში გამოქვეყნებული ამ სტატიაში ქართული ღვინისა და საქართველოს შესახებ ვკითხულობთ. ავტორი ყურადღებას ამახვილებს კახეთის რეგიონის უნიკალურ მახასიათებლებზე, რომელსაც „პატარა ტოსკანას“ უწოდებს პეიზაჟებისა და მდიდარი ღვინის კულტურის გამო: “კახეთში ქართული ღვინის 70% იწარმოება და ცნობილია უძველესი მეღვინეობის ტრადიციებით, განსაკუთრებით კი ქვევრის გამოყენებით, რომელშიც ღვინო დიდი თიხის ჭურჭელში ძველდება. ეს პრაქტიკა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.”  სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ქარვისფერ ღვინოებზე: “სწორედ ეს ღვინის კატეგორია ხდის ქართულ სამზარეულოს და კულტურას ძალიან მრავალმხრივსა და მრავალფეროვანს. კახეთის ერთ-ერთი უნიკალურობა მის 525 ადგილობრივ ვაზის ჯიშია, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია მწვანე, რქაწითელი და საფერავია. ამ ჯიშებს რეგიონის მზე და ნაყოფიერი მიწა კიდევ უფრო ხელს უწყობს, რაც ასეფ გამორჩეულ და გემრიელ ღვინოებს ქმნის. კახეთში მოგზაურობის საუკეთესო დრო გვიანი ზაფხულია, როცა ყურძენი და ადგილობრივი პროდუქცია საუკეთესოა.” - წერს ჯესიკა.

სტატიაში განხილულია ავტორისთვის რჩეული დანიშნულების ადგილი კახეთში, მათ შორის “ნეკრესის მამული”, რომელიც ცნობილია ბუნებრივი შუშხუნა ღვინით და გამორჩეული სამზარეულოთი, და “ხოხბის ცრემლები” - ბუნებრივი ღვინის საწყისი საქართველოში: “ მარანი მდებარეობს სიღნაღში და უკვე 20 წელია, რაც ფუნქციურია. მეღვინეობა არა მხოლოდ ღვინოს, როგორც პროდუქტს, არამედ ადგილობრივ ინგრედიენტებსა და უძველეს ქართულ ტრადიციებსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ღვინის მწარმოებელი ჯონ ვურდემანი, რომელიც მარნის ხელმძღვანელია, შეფთან ერთად ინოვაციურ და გემრიელ კერძებსა და ადგილობრივ მენიუზე მუშაობს. რესტორანში მენიუ მუდმივად იცვლება სეზონის მიხედვით, ხოლო კერძები ადგილზე მზადდება. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უნიკალური, იშვიათი ენდემური ჯიშების ღვინოები, როგორიცაა ვარდისფერი რქაწითელი, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს „ხოხბის ცრემლების“ ღვინის კოლექციაში.” - გვიამბობს ავტორი.

გარდა ამისა, სტატიაში ვკითხულობთ ღვინის დეგუსტაციის მნიშვნელობაზე საქართველოში და ქვევრის მწარმოებლებზე, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს, სრულად შეიგრძნონ კახეთის მეღვინეობის ღრმა ფესვები: “ უძველესი მეღვინეობის მეთოდები, მრავალფეროვანი ვაზის ჯიშები და თვალწარმტაცი პეიზაჟები ღვინის მოყვარულთათვის აუცილებელ დანიშნულების ადგილად აქცევს კახეთს, რომელიც ავთენტურ და მდიდარ გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს რეგიონში”.

Vogue.com არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი ონლაინ პლატფორმა მოდის, სტილისა და კულტურის სფეროში. ვებგვერდზე ხშირად შეხვდებით სტატიებს მოგზაურობის შესახებაც. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.