Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნიუ იორკის შტატში საფერავის პირველი ფესტივალი გაიმართება

30 მარტს ნიუ იორკის შტატში არაკომერციულმა კორპორაცია Saperica-მ საფერავის პირველი ყოველწლიური ფესტივალი დააანონსა.  Saperica-ს მისია საფერავისა და სხვა ქართული ვაზის ჯიშების, გასტრონომიისა და კულტურის პოპულარიზაციაა. კორპორაცია საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებით ღვინისა და კულინარიის პროფესიონალებისა თუ ენთუზიასტებისთვის ხელშეწყობას ცდილობს.

30 მარტს დააანონსეს, რომ გაიმართება საფერავის პირველი ყოველწლიური ფესტივალი, რომლის მასპინძელიც Dr. Konstantin Frank Winery იქნება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საფერავისა და რქაწითლის ღვინის მწარმოებლები Finger Lakes-ის რეგიონიდან, ასევე მათი ქართველი კოლეგები. ტრადიციულ ქართულ კერძებს ფესტივალის სტუმრებს რესტორანი chama mama შესთავაზებს.

ფესტივალზე დამსწრეებს ქართული საფერავისა და რქაწითლის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. პარალელურად კი სტუმრებს ზოგიერთი ქართული ტრადიციული კერძის მომზადებას ასწავლიან.

ფესტივალი 2022 წლის 14 მაისს გაიმართება, 14:00-დან 17:00 საათამდე. ინფორმაცია დამატებითი დეტალების შესახებ და ბილეთების შეძენა Eventbrite-ის საშუალებითაა შესაძლებელი, საძიებო სიტყვა “saperavi festival” გამოყენებით.

ღონისძიებაზე ღვინის ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებიც იქნებიან მიწვეულნი, საგანმანათლებლო სემინარებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების საშუალება მათაც ექნებათ. სემინარები ფესტივალის დაწყებამდე გაიმართება. დამატებითი ინფორმაციის მსურველები ორგანიზატორებს უნდა დაუკავშირდნენ მისამართზე - saperavi@saperica.org

ფესტივალიდან შემოსულ თანხას კორპორაცია Saperica ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის გამოიყენებს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული