Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნატურალური ღვინის ფესტივალი ამჯერად ნიუ იორკში ჩატარდა

Raw Wine Festival მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები თავიანთ პროდუქტს ღვინის მოყვარულებს, იმპორტორებს, ექსპერტებსა და ღვინის მწერლებს აცნობენ. როგორც გვერდიდან ვკითხულობთ, წელს გამოფენაში 100-მდე მწარმოებელი იღებს მონაწილეობას 13 ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ჩილედან და ა.შ. 

როგორც ჩვენს წინა სტატიაშიც გაეცანით, ნიუ იორკამდე Raw Wine Festival ლოს ანჯელესში ჩატარდა 6-7 ნოემბერს, სადაც 7 ქართული მარანი იყო წარმოდგენილი. 27 ნოემბერს კი ფესტივალს ბერლინი უმასპინძლებს, სადაც, როგორც ირაკლი დავითაია აღნიშნავს, უფრო მეტი ქართული მარანი იქნება წარმოდგენილი: “აშშ-ში ბევრმა ქართველმა მეღვინემ გამგზავრება ვერ შეძლო, სამწუხაროდ, თუმცა ბერლინში უფრო მეტ ქართულ მარანს შეხვდებით”. თითო ქალაქში ფესტივალი 2 დღითაა, იქ მისულ სტუმრებს კი სხვადასხვა სტილისა და კატეგორიის ღვინოების დაჭაშნიკება შეუძლიათ.

უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ფესტივალზე მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მარნებს, რომლებიც ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრნი არიან ან ბიო სერტიფიკატი აქვთ. “დორემი”, რომლის პროდუქციაც წარმოდგენილი იყო ამერიკაში აღნიშნავს, რომ ნატურალური ღვინის მწარმოებლის საბუთების გარეშე Raw Wine Festival-ზე მოხვედრა შეუძლებელია, მისი მნიშვნელობის შესახებაც საუბრობს: “ნატურალურ ღვინის ფესტივალებს შორის ეს ერთ-ერთო ფართომასშტაბიანია, არის ბევრი იმპორტიორიც, რაც, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეღვინეებისთვისა და მარნებისთვის.

როგორც ირაკლი აღნიშნავს, ამერიკელი ღვინის მოყვარულთა საზოგადოებისთვის სულაც არ ყოფილა უცნობი ქართული ღვინო, ქვევრის ტექნოლოგია, კულტურა. ქართული ღვინის დახლებისკენ მიზანიმართულად მოემართებოდნენ, ბევრმა ზუსტად იცოდა ის, რისი დაგემოვნებაც სურდა: “სტუმრები ძირითადად არ გვეკითხებოდნენ ხოლმე ქართული ღვინის შესახებ, იქ მისული საზოგადოებისთვის არ ყოფილა უცნობი ჩვენი ღვინის დაყენების ტექნოლოგია, სხვადასხვა სტილისა და კატეგორიების ღვინო. იციან კომპანიებიც, ხშირად კონკრეტულ კომპანიასაც ეძებდნენ. არავისთვის ამიხსნია რა იყო ქვევრი და რითი იყო გამორჩეული ქვევრის ღვინო, ეს ყველამ უკვე იცოდა, რაც ძალიან შთამბეჭდავია” - აღნიშნავს ის. 

შეგახსენებთ, Raw Wine Festival ლოს ანჯელესში, ნიუ იორკში, მონრეალსა და ტორონტოში გაიმართა, 27 ნოემბერს კი ბოლო დანიშნულების ადგილი ბერლინი იქნება, სადაც უფრო მეტი ქართული ღვინის მარანი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის შესახებ ინფორმაციას Raw Wine Festival-ზე გაეცნობით. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.