Home
ქართული | English
ივლისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს სხვადასხვა ღვინის რეგიონში დაწურული რჩეული ქარვისფერი ღვინოები ბრიტანულ ღვინის ჟურნალში

ქარვისფერი ღვინო, რომელსაც ადრე მხოლოდ  ორგანულ  სასმელად მოიხსენიებდნენ, ახლა შესანიშნავი, საინტერესო და უნიკალური ღვინის კატეგორიის სინონიმია და მეტ ყურადღებას იმსახურებს.” - წერს ავტორი და მკითხველს ქართული უძველესი ქვევრის ღვინის ტექნოლოგიის შესახებ უამბობს, გარდა ამისა, რჩეულ ქარვისფერ ღვინოებსაც ჩამოთვლის.

ავტორი ქარვისფერი ღვინის ყველაზე მიმზიდველ მახასიათებლად მის კერძებთან შესანიშნავ შეხამებას მიიჩნევს: “მათი ძლიერი და მკვეთრი არომატები იდეალურად ერგება ისეთ კერძებს, როგორიცაა ცხიმიანი ხორცი, გრილზე შემწვარი ხორცი, უმამის არომატები და ა.შ. ქარვისფერი ღვინო კი ამ ყველაფერს განსაკუთრებულს ხდის”. 

სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ქარვისფერი ღვინოების წარმოშობაზე და მათ განსაკუთრებულ მახასიათებლებზე. ის ახსსნებს იმასაც, რომ საქართველოში ტრადიციული მეთოდებით ქარვისფერი ღვინოების შექმნის ისტორია 8000 წელს ითვლის. ამ ტრადიციის გრძელვადიანი და მდიდარი მემკვიდრეობა დღესაც ცოცხალია და ახალი თაობის მევენახეებსაც შთააგონებს. ავტორი ასევე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში დაწურულ ქარვისფერ ღვინოებს გამოარჩევს და დასძენს, რომ ამ ყველაფრის სათავე საქართველო და ქართული ქვევრის კულტურაა: 

1 - Brook House Farm orange wine - აღიარებულია, როგორც საუკეთესო ქარვისფერი ღვინო. ეს ღვინო განსაკუთრებულად საინტერესო და მხიარულია, აქვს ტროპიკული და ლიმონის ნოტები, ციტრუსის ნოტები და რბილი ტანინები, რაც მას სასიამოვნოდ დასალევს ხდის.

2. Cramele Recas Solara orange wine - “საუკეთესო ბიუჯეტური ვარიანტის ქარვისერი ღვინო. ეს ღვინო გამოირჩევა ქვის, ხილისა და შაქრიანი გარგრის არომატებით, ელეგანტური დაბოლოებით. მიუხედავად მისი დაბალი ფასისა, შესანიშნავად წარმოაჩენს ქარვისფერი ღვინის ხარისხსა და გემოს. ღვინო დაწურულია რისლინგის, მუსკატი ოტონელის, სოვინიონ ბლანისა და პინო გრიჯიოს კუპაჟით. 

3. Mother Rock brutal! chenin blanc - “საუკეთესო სამხრეთ აფრიკული ღვინოა. ეს ღვინო ახალი ვაშლის,ნესვისა და ატმის არომატებით გამოირჩევა. მისი ცინცხალი არომატები განსაკუთრებით გამოარჩევს და მას დაუვიწყარს ხდის.”

4. Ancre Hill Estate orange wine - ამას საუკეთესო უელსურ ქარვისფერ ღვინოს უწოდებს. ეს ღვინო ალბარინოსა და შარდონეს ყურძნის ნაზავით არის შექმნილი და გამოირჩევა ტროპიკული ხილის ტკბილი და ცოცხალი არომატებით. მისი უნიკალური სტრუქტურა და ტანინები ძალიან საინტერესო ღვინოდ აქცევს.

5. Villa Melnik, orange wine - საუკეთესო ბულგარული ქარვისფერი ღვინო. ბულგარეთის მელნიკის რეგიონში წარმოებული ეს ღვინო სოვინიონ ბლანისა და ადგილობრივი კერაცუდას (Keratsuda) ყურძნის ნაზავით იქმნება და გამოირჩევა ნესვისა და ატამის არომატებით. მჟავიანობის მაღალი დონე და მცირედი სანელებლები მის განსაკუთრებულობას ხდის.

ავტორი ხაზს უსვამს, რომ ამ ღვინოების გემოები და არომატები არა მარტო კერძებს უხდება, არამედ მათი სპეციფიკური მახასიათებლები უნიკალურ გამოცდილებას ქმნის: “ეს ღვინოები განსაკუთრებულად მაცოცხლებელი და გამორჩეულია, რაც მათთან ურთიერთობას დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს." - სტატიას გაეცნობით independent-ის გვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული