Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს საუკეთესო სომელიე

იაპონიაში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონკურსი, რომელსაც  მსოფლიოს საუკეთესო სომელიე უნდა გამოევლინა. საბოლოოდ, კონკურსის გამარჯვებულად შვეიცარიელი პაოლო ბასო დასახელდა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას თვალს ათასობით მაყურებელი ადევნებდა და პირდაპირი ეთერითაც გადაიცემოდა. ბასოსთან ერთად ფინალში კანადელი და ბელგიელი სომელიეებიც გავიდნენ, თუმცა, ქალაქ ვაკალოში (შვეიცარიის სამხრეთი, ტიჩინოს კანტონი), სასტუმრო Conca Balla-ში მიღებული გამოცდილების წყალობით ბასომ მათი დაჯაბნა მაინც შეძლო. მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს ტიტული, რომელიც ამჯერად 47 წლის შვეიცარიელს ერგო, მანამდე 2010 წლის კონკურსის გამარჯვებულს, ბრიტანელ ჟერარ ბასეტს ეკუთვნდა. მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს კონკურსი პირველად 1969 წელს ჩატარდა და წელს უკვე მეთოთხმეტედ გაიმართა. წელს კონკურსში მონაწილეობას 54 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა – ავსტრალიიდან, ბრაზილიიდან, ინდონეზიიდან, შვედეთიდან და აშ. თითოეულ მონაწილეს სამი დღის განმავლობაში უნდა დაემტკიცებინა ჟიურისათვის, რომ კონკრეტულ კერძთან ღვინის საუკეთესოდ შერჩევა სწორედ მას ეხერხება და მომთხოვნი კლიენტების სურვილებსაც სწორედ ის დააკმაყოფილებს ყველაზე უკეთ. “კარგი სომელიე მხოლოდ ღვინის შეცნობის ოსტატი კი არ უნდა იყოს, არამედ მისი მოვალეობაა, კლიენტს დაეხმაროს და ასწავლოს, თუ როგორ მიიღოს სიამოვნება შერჩეული ღვინითა და კერძით,” – განმარტა კონკურსის ჟიურის წევრმა და ექს-გამარჯვებულმა სერჟ დაბსმა.  
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული