Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მარანი, რომელმაც ამერიკაში ყურძნის მოყვანის გზა შეცვალა

The Washington Post აქვეყნებს სტატიას, სადაც სხვა უძველეს და მნიშვნელოვან მარნებთან ერთად კონსტანტინ ფრანკის მარანზეც საუბრობს. როგორც სტატიაში აღნიშნავენ, კონსტანტინ ფრანკმა შეერთებულ შტატებს ქართული საფერავი 1950-იანი წლების ბოლოს გააცნო. საფერავი იმ მემკვიდრეობის მცირე ნაწილი ყოფილა ფრანკისთვის, რომელსაც ყველაზე მეტად იცნობდა: საფერავითა და სხვა ევროპული ჯიშებით, როგორც ჩანს, მან დაარწმუნა ნიუ-იურკელი მეღვინეები, რომ ევროპული ვაზის ჯიშები უფრო უძლებდნენ ყინვასა და ცივ ზამთარს, ვიდრე ამერიკული ლაბრუსკა ან ფრანგულ-ამერიკული ყურძნის ჯიშები. 

ფრანკი 1899 წელს უკრაინაში დაიბადა. შესაბამისი განათლების მიღების შემდეგ ფრანგ ჩარლზ ფურნიერთან დასაქმდა, რომელიც Gold Seal Vineyard-ში 1930-იანი წლებიდან ფრანგულ-ამერიკული ყურძნის ჯიშებით ცქრიალა ღვინოს აყენებდა. 1960-იანი წლებიდან კი, მაშინ, როცა ფრენკი სხვადასხვა ევროპული ვაზის ჯიშებს რგავდა ჩარლზთან ერთად ღვინის მარნისთვის, მათი ღვინის ქარხანა უკვე გამოირჩეოდა ხარისხიანი შარდონეთი და რისლინგით.

ფრანკი მართალი აღმოჩნდა ევროპული ვაზის ჯიშების გამძლეობის შესახებ და ახლა ვინიფერა წარმატებით იზრდება არა მხოლოდ ნიუ-იორკში, არამედ მთელს აღმოსავლეთ სანაპიროზე. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ფრანკმა ხელი შეუწყო ღვინის შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას, 1967 წელს ამერიკული ღვინის საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც დღეს ყველაზე დიდი ღვინის სამომხმარებლო ჯგუფია ამერიკაში. ექვსი წლის შემდეგ მან დააარსა Vinifera მეღვინეების ასოციაცია, რომელსაც ახლა Atlantic Seaboard Wine Association ჰქვია.

როგორც ჩანს, ფრენკი მკაცრად აკრიტიკებდა ჰიბრიდულ ჯიშებს და ამტკიცებდა, რომ ჰიბრიდები საკმაოდ ტოქსიკურია ღვინისთვის. მას შემდეგ ვაზის ჯიშების ჰიბრიდების შესახებ დებატები ძალიან აქტუალური გახდა: "ბედის ირონიაა. გარემო და კლიმატის ცვლილებები მევენახეებს უბიძგებს, რომ გადახედონ ჰიბრიდულ და ადგილობრივ ყურძნის ჯიშებს” - ვკითხულობთ სტატიაში. 

როცა 2019 წლის riesling Nature Bubbly-ის ახასიათებდა, ფრენკმა აღნიშნა: “ ჩვენი კლიმატი კალიფორნიულთან შედარებით უფრო ახლოსაა შამპანის კლიმატთან”. საბოლოოდ კი დასძინა, რომ  ცქრიალა ღვინო finger Lakes -ის დიდი წარმატება გახდება მომავალში.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული