Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“კავშირი” და ქართული ღვინის სიმფონია - Indian Wine Academy

“კავშირი” რობერტ ჯოზეფისა და ვლადიმერ კუბლაშვილის ერთობლივი მეღვინეობაა, სადაც ქართულ ღვინოს აწარმოებენ. ამის შესახებ ინდოელი ღვინის მცოდნე სუბჰაშ არორა წერს, რომელიც საქართველოს წელს მეორედ ესტუმრა  და ამჯერადაც თავის ვებგვერდზე, რომელსაც ათასობით ადამიანი ადევნებს თვალყურს, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სტატიები გამოაქვეყნა:  “კავშირის” შესახებ მაშინ დავინტერესდი, როდესაც პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში ღვინის კონფერენციაზე ჩემს მეგობარს, რობერტ ჯოზეფს შევხვდი. რობერტი ქართულ ღვინოს წარმოადგენდა. მაშინათვე, როცა ღვინო გავსინჯე, გადავწყვიტე, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ უნდა ჩამოვსულიყავი.” - წერს არორა.

სტატიაში ინდოელი ღვინის მწერალი “კავშირის” ისტორიას ყვება. რობერტ ჯოზეფი ფრანგი ღვინის კრიტიკოსი, მწარმოებელი და International Wine Challenge-ის დამფუძნებელია, რომელიც საქართველოს პირველად 1988 წელს ესტუმრა და ძალიან მოეწონა. “ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ვიზიტის შემდეგ 2018 წელს ვლადიმერს შეხვდა. სწორედ მაშინ, როდესაც ბევრი კახური საინტერესო ღვინო დააჭაშნიკეს ერთად, “კავშირის” დაბადების იდეაც გაჩნდა.” - ვკითხულობთ სტატიაში.

პირველი, საექსპერიმენტო ღვინო, დამზადდა 2019 წელს, რომელსაც ჯერ კოვიდის პერიოდი და 2022 წელს ხელახალი მცდელობა მოჰყვა: “იქამდე ეძებდნენ საუკეთესო ბლენდს, სანამ სასურველს 2023 წელს არ მიაგნეს და 1000 ბოთლიც მაშინ გამოუშვეს.”- ამბობს არორა. 

როგორც ვკითხულობთ, რობერტი გაოგნებული იყო, თუ რამხელა სხვაობის მოცემა შეუძლია ბურგუნდიულ Aligoté-ს მხოლოდ 3%-ს. საბოლოო ვერსიისთვის ცოტაოდენი მუსკატის დამატება კი ვლადიმერის იდეა იყო: “მთლიანობაში 4,5% საერთაშორისო ვაზის ჯიშების შერევამ ქართულ ყურძენთან მშვენიერი ნაზავი შექმნა. ღვინის დაყენების განსხვავებულმა ფორმამ, დაძველებამ და ორი სხვადასხვა სტილის ღვინის ერთმანეთთან შერევამ საბოლოო, უნიკალური პროდუქტი შექმნა.

2023 წლის მოსავლიდან ღვინის დასაყენებლად გამოიყენეს შემდეგი ჯიშები: რქაწითელი, მწვანე, ციცქა, კრახუნა, ცოლიკოური, ხიხვი, ქისი მუსკატი, და ალიგოტე. კახეთის რეგიონიდან აღებულია ყურძნის 58%, ხოლო 42% იმერეთიდან.

წითელი ღვინო კიდევ უფრო კომპლექსურია. მის შემადგენლობაშია კახეთიდან ყურძნის 75%, იმერეთიდან 9% და საქართველოს მეღვინეობის სხვა რეგიონებიდან - სამეგრელოდან 6%, რაჭიდან 5% და ლეჩხუმიდან - 5%. ღვინო შეიცავს უსახელოურს, ოჯალეშს, მერლოს, ალექსანდროულს, ოცხანურ საფერეს, საფერავსა და ალადასტურის ყურძენს.

ავტორი თავის შეფასებასაც აცნობს მკითხველს: “ორივე ეს ღვინო მრავალი წლის განმავლობაში დაძველდება, განსაკუთრებით წითელი. თუმცა მე მათ შორის თეთრი ღვინო განსაკუთრებით მომეწონა, რომელიც ძალიან კომპლექსურია, ელეგანტური და კარგად დაბალანსებული. არის ძალიან სხეულიანი და გამოირჩევა ხანგრძლივი დაბოლოებით. წითელ ღვინოს მომწიფებისთვის დრო სჭირდება, თუმცა მასში თავიდანვე იგრძნობა აბრეშუმისებრი ტანინები. ორივე ეს ღვინო თავისი ხასიათით უნიკალურია.” სტატიას სრულად გაეცანით გვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული