Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იშვიათი ჯიშები ღვინის კლუბში

მალხაზ ხარბედია

რამდენიმე დღის წინ ღვინის კლუბში უკვე მეორედ ჩავატარეთ ქართული იშვიათი ჯიშებიდან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია. ჭაშნიკზე კლუბის წევრების გარდა სტუმრებიც  იყვნენ მოწვეულნი და გასასინჯად 21 სხვადასხვა ღვინო იყო წარმოდგენილი, რომელთა უმრავლესობას ჩვენი, ღვინის კლუბის მიერ დაყენებული ღვინოები წარმოადგენდა. საქმე ისაა, რომ გასული წლის შემოდგომაზე, ბატონ ლევან უჯმაჯურიძის ხელშეწყობით, საგურამოს “ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის” საკოლექციო ნაკვეთში დაკრეფილი 26 ჯიშიდან დავაყენეთ ღვინო და ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, გავბედეთ, შედარებით ფართო საზოგადოებისთვისაც წარმოგვედგინა თანამედროვე ქართული პირის გემოსთვის სრულიად უცნობი ძველი ქართული ჯიშები.

ასურეთული შავი, გორული მწვანე, ძელშავი, საჩხერის ძელშავი, მგალობლიშვილი, ჭანკილოური, გლდანურა, საკმიელა, მესხური ხარისთვალა, მესხური მწვანე, მესხური ყურძენი, ხიხვი, ქისი, კახური მცვივანი, მირზაანული, ახმეტის შავი, ახმეტის წითელი, ვარდისფერი საბატონე, თეთრი ბუდეშური, ღვინის თეთრი, კახური თეთრი, დანახარული, რცხილა, წულუკიძის თეთრა.

ჩვენი ღვინოების გარდა დეგუსტაციაზე წარმოდგენილი სოფ. დიმიდან, დიდიმ მაღლაკელიძის კრახუნა, ზურაბ თოფურიძისა და თემურ შარაშიძის ძალიან საინტერესო ჩხავრები ჩოხატაურის რაიონიდან, თემურ ღლონტის მიერ დაყენებული კახური მცვივანი (2007 და 2009 წლის მოსავლები) ქინძმარაულის ზონიდან, ჯონ ვურდემანისა და გელა ფათალიშვილის ქისი და თავკვერი (შესაბამისად, ახმეტის რაიონის სოფ. არგოხიდან და ქართლიდან, მუხრანის ველიდან).

დეგუსტაცია შედარებით ხალისიანი თეთრი ღვინოებით დავიწყეთ – დიმის არაჩვეულებრივი კრახუნა შესანიშნავი შესავალი იყო, რომელსაც მესხური მწვანე, მესხური ყურძენი და მესხური ხარისთვალადან დაყენებული ღვინო მოჰყვა.ზაფხულში როდესაც გავსინჯეთ, არაფრით გამორჩეულიღვინო იყო,ცხარე და უხეში, ამჯერადკი საოცარი მომწვანო-ლიმნისფერი დაკრავდა, გემოზე კი კარგადდარბილებული მეჩვენა, მწვანილეულის, ლაიმისა და თეთრი ქლიავის ტონებით.შემდეგ გურული საკმიელას ჯერი დადგა, რომელმაც ზაფხულში უფრო მეტი სიცოცხლე და ეფექტები დაგვანახა –მსხალი, მწვანილები, ანისულიც კი. რამდენიმე დღის წინ კიქინძი და სიმინდის ნედლი ფუჩეჩი ამოვიცანით, რომელიც შესანიშნავად ავსებდა ღვინის არაჩვეულებრივი გარეგნობიდან მიღებულ შთაბეჭდილებას. ჩხავერი – ქარვისფერი, ატმისა და ყვავილების სურნელებით, დაბოლოებაში დაშაქრული თხილის გემოთი. გლდანურა – რომელიც, მართალია სასუფრე ჯიშია, მაგრამ ღვინოც საინტერესო დადგა მისგან. ორნაირი ქისი, არგოხისა და საგურამოსი – პირველი სინაზითა და ელეგანტურობით გამოირჩეოდა, ჩვენმა ცეცხლისფერმა ქისმა კი ბერგამოტის ტონებითა დასავსედაღრმაგემოთი დაგვამახსოვრა თავი. ხიხვი– ჩახარშული ხორბლისა და სუნელების არომატებით, მსუყე, გოზინაყივით ღვინოგამოდგა.მირზაანული– კახურად დაყენებული გემრიელი ჭერმისფერი ღვინო. კახური თეთრი, ღვინის თეთრი– თაფლის საოცარი არომატებით. დიდი მოწონება დაიმსახურა კახურმამცვივანმა, 2009 და 2007წლებისამ – თივა და ფეიხოა, წიფლის კაკალი, წიწაკა, დაფნადა ქონდარი, ასევე წიწვები და ხმელი ფოთლები.ბუკისციხური ჩხავერიაგურისფერიიყო, მოცვისა და კუნელის სურნელებით. ასურეთული შავიდან ასევე ნაზი ვარდისფერ-აგურისფერი ღვინო დადგა, ალუბლის მძაფრი ტონებით. ძელშავისაკმაოდ ღრმადა საინტერესო მეჩვენა, ქართლურმა დანახარულმა და იმერულმა მგალობლიშვილმა კი ყველას დაუმტკიცა, რომ საოცარი პოტენციალი გააჩნიათ (სხვათა შორის, ერთ–ერთი ყველაზე მაღალი შეფასება ამ წითელ ჯიშებს ხვდათ წილად).ჭანკილოურმა და ზემოთ ნახსენებმა სხვა იმერულმა ჯიშებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დროა იმერეთში წითელი ჯიშების კუპაჟირებას მიჰყონ ხელი და  ერთმანეთს შეუხამონ 2 ან სულაც 3–4 სხვადასხვა ჯიში. და ბოლოს, დეგუსტაცია დააგვირგვინა ყველაზე ეკზოტიკურმა ღვინომ, ორი კახური ჯიშიდან, ახმეტის შავიდან და ახმეტის წითლიდან დაყენებულმა.

© tabula



საწევროს გადახდის გარდა რა უნდა ჩავიდინო, ასეთ დეგუსტაციაზე დასწრება რომ შევძლო ??? მითხარით და თავს არ დავზოგავ :):):)


დეგუსტაციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დეგუსტაციის შესახებ ინფორმაცია ჩვენ ფეისზე, ბლოგზე, საიტზე და ფორუმზე შეგიძლიათ მოიძიოთ. დასწრება ფასიანია.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული