Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კარტოფილის კატლეტი ხახვის სალსითა და პაშოტით

საჭირო მასალა: 1 კგ კარტოფილი, 300 გ პამიდორი, 1 კონა  მწვანე ხახვი, 4 ს.კ. ძმარი, 1 ს.კ. თაფლი, 5 ს.კ. მზესუმზირის ზეთი, 1 კონა ოხრახუში, 6 კვერცხი, 4 ს.კ. ფქვილი, 1 ს.კ. მდოგვი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
 
მომზადება: კარტოფილი გავრეცხოთ, ჩავყაროთ მდუღარე წყალში და 20 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. პამიდორს გავაცალოთ კანი და დავჭრათ. დავამატოთ დაჭრილი მწვანე ხახვი, მარილი, პილპილი, 2 ს.კ. ძმარი, 1 ს.კ. ზეთი და თაფლი. კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭყლიტოთ.  დავუმატოთ 2 კვერცხი, ფქვილი, მდოგვი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი და პილპილი. გავაკეთოთ 8 ცალი გუნდა და საშუალო ტემპერატურაზე გაცხელებულ ზეთში შევწვათ ორივე მხრიდან. 4 კვერცხი ცალ-ცალკე გავტეხოთ და პატარა ჯამებში მოვათავსოთ. ქვაბში ავადუღოთ 750 მლ წყალი, დავუმატოთ ძმარი და წამოვადუღოთ, დავუწიოთ ცეცხლს. მდუღარე წყალში ფრთხილად მოვათავსოთ კვერცხები ისე, რომ ერთმანეთს არ შეეხოს. ვხარშოთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ ქაფქირით ამოვიღოთ და თითოეული 2 ცალ კარტოფილის კატლეტს ზედ დავადოთ. თითოეულ ულუფას მოვუწყოთ ხახვისა და პამიდვრის სალსა.
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული