Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018

ქართული ღვინის კვირეული 2018, ოქტომბერში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, წელს უკვე მეხუთედ აღინიშნება და ქართული ღვინის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ არა ერთ საინტერესო ღონისძიებას მოიცავს.

13 ოქტომბერს „ქართული ღვინის კვირეულის“ ფარგლებში „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018“ გაიმართება. ფესტივალი სტუმრებს საოჯახო მარნების, დიდი და მცირე მეღვინეობების მიერ წარმოებულ 100-ზე მეტი დასახელების ქვევრის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს და ღვინოსთან შეხამებულ ტრადიციულ კერძებს დაახვედრებს.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის მიზანი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ქართველი და უცხოელი საზოგადოებისთვის ღვინის კულტურისა და ადგილობრივი ტრადიციების გაცნობაა.

ფესტივალი დაიწყება 13:00 საათზე. სტუმრებს საინტერესო პროგრამა ელით:

საუკეთესო კახური და ევროპული ღვინოების დაგემოვნება და შეძენის შესაძლებლობა ხელმისაწვდომ ფასად; ხელნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები; სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები; ქართული პოლიფონია და ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები; სახალისო შეჯიბრებები და გათამაშებები და სხვ.

ფესტივალი დასრულდება 19:00 საათზე „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ფილმის ჩვენებით.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018“ -ის მხარდამჭერია: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი.

© საქართველოს ღვინის კლუბიღვინის ეროვნული სააგენტოღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული