Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უცხოური ვაზის ჯიშები საქართველოში

სალომე აფხაზიშვილი

უცხოური ვაზის ჯიშები პირველად საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა.კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისის გარდა, ქართული მეღვინეობისდა ზოგადად, საქართველოს ევროპასთან დაახლოების ერთ-ერთი ნიშანი, სწორედ ქართულ მიწაზე  პირველი ევროპული ვაზის ჯიშების გაშენება იყო. ეს ინოვაციური წამოწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება, რომელმაც კახეთში, თელიანის ზონაში ფრანგული ვაზის ჯიშები გააშენა. მოგვიანებით ადგილწარმოშობის ღვინოთელიანიცსწორედ სახელგანთქმული ფრანგული ჯიშისგან - კაბერნე სოვინიონისგან დამზადდა.  ფრანგული ვაზის ჯიშები გავრცელდა საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც, სადაც მეღვინეები ძირითადად შარდონეთი, პინო ნუარით, შაბლით, ალიგოტეთი და კაბერნე სოვინიონით დაინტერესდნენ. თუმცა, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური სფეროების მსგავსად, ღვინის ინდუსტრიაც გარკვეულ შეზღუდვებს დაექვემდებარა, რის შემდეგაც  ქართული ღვინის ბაზარზე დარჩენა მხოლოდ რამდენიმე უცხოურმა ჯიშიდან დაყენებულმა ღვინომ მოახერხა.

მათ შორის გამორჩეულია ფრანგული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში ალიგოტე, რომელიც საქართველოს მთიანი რეგიონების ზოგიერთ ზონასაც მოერგო. საქართველოში ალიგოტე პირველად მეოცე საუკუნის დასაწყისში მცხეთის რაიონში, კერძოდ სამუხრანბატონოში შემოიტანეს. მოგვიანებით კი, ეს ჯიში იმერეთის რამდენიმე რაიონში, გურიაში, ზემო აჭარასა და კახეთის რეგიონშიც გავრცელდა. საქართველოს ამპელოგრაფიაში არსებული მონაცემების მიხედვით, 1953 წლისთვის საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 540 ჰექტარს სწორედ ალიგოტეს ვენახები იკავებდა, რაც საკმაოდ დიდი ციფრია.

კიდევ ერთი ფრანგული თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშით - შარდონეთი დაინტერესებას ქართველი მეღვინეები აქტიურად მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იწყებენ. ჯიშმა განსაკუთრებული თვისებები ყველაზე კარგად იმერეთის მიწაზე გამოამჟღავნა, სადაც მკვლევარებმა ის იმერული ვაზის ჯიშებთან, კერძოდ კი ციცქასთან შეაჯვარეს. ამ გზით მიღებულ პირველ ჰიბრიდს „ციცქაXშარდონე 48“ ეწოდა, რომელიც დიდი მოსავლიანობითა და ნაადრევი სიმწიფით გამოირჩეოდა, თუმცა ამის მიუხედავად, ვაზის ეს ექსპერიმენტული ჯიში ქართულ მეღვინეობაში მაინც ვერ გავრცელდა. ამპელოგრაფების თქმით, შარდონეს გახარება აღმოსავლეთ საქართველოზე მეტად, დასავლეთში, კერძოდ კი ზემო იმერეთშია რეკომენდებული.

ყველაზე ფართოდგავრცელებული ვაზის ჯიშების კატეგორიაში ხვდება საქართველოში გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ისეთი ჯიშებიც, როგორიცაა პინო დაკაბერნე სოვინიონი. პინოს ყველაზე ცნობილი სახეობა - შავი პინო კახეთის, იმერეთისა და ქართლის რეგიონებში გასული საუკუნის ათიანი წლებიდან გავრცელდა, რომლისგანაც ქართველებმა პირველად წითელი ღვინის დაყენება, მოგვიანებით კი ცქრიალა ღვინის წარმოებაც დაიწყეს. 1942 წლის მონაცემებით, საქართველოში ცქრიალა ღვინისთვის რეკომენდირებული ჯიშებისთვის გამოყოფილი ვენახების ფართობის თითქმის ნახევარი, სწორედ პინო ნუარის ვენახებს ეკავა. თუმცა მოგვიანებით ამ ჯიშისთვის დამახასიათებელი მცირემოსავლიანობის გამო, საქართველოს ტერიტორიაზე მისმა გავრცელებამ თანდათან იკლო. პინოსგან განსხვავებით, ქართულ მეღვინეობაში დღემდე ვხვდებით კაბერნე-სოვინიონისგან დამზდებულ სუფრის ღვინოს, რომელიც ძირითადად კახეთის რეგიონში მოჰყავთ.

დღეს, უცხოური საღვინე ჯიშების მოყვანით,  მხოლოდ რამდენიმე ქართული ღვინის კომპანიაა დაინტერესებული, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წარმოების ეს მიმართულება მეწარმეებიისთვის მარკეტინგულად თითქმის არამომგებიანია, რადგან ისეთი ჯიშობრივი მრავალფეროვნება, როგორიც ქართულ მეღვინეობა-მევენახოებაში არსებობს, უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს ქართველ მეწარმეს იმისათვის, რომ საერთაშორისო მომხმარებელს, პირველ რიგში აბორიგენული ჯიშებიდან დაყენებული ღვინოები წარუდგინოს. ამ მიდგომის მომხრეა ენოლოგი მიხეილ მესხიც, რომელიც ამბობს, რომ აუცილებელია საქართველოში, მეღვინეები ფლობდნენ ინფორმაციას მსოფლიოს წამყვანი ღვინოების შესახებ, თუმცა პრიორიტეტული ყოველთვის ქართულ ჯიშები უნდა იყოს:

„ეს მიდგომა სწორია,იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავაკვირვებთ მსოფლიოს ისეთიუცხოური ჯიშებით, როგორიცაა კაბერნე სოვინიონი, მერლო და შარდონე. ჩვენ ხარისხით მათ კონკურენაციას ვერ გავუწევთ. და ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვენი ადგილი დავიკვიდროთ მსოფლიო ბაზარზე, უნდა ვაწარმოოთ ჩვენი ჯიშები”.

მეღვინეობა-მევენახეობის დარგობრივ პოლიტიკას , საქართველოში უცხოური ვაზის ჯიშების გავრცელების შესახებ, თითქმის სრულად ეთანხმება ენოლოგი ლევან მუხუზლაც, რომელიც ფიქრობს, რომ დარგის სიმდიდრე და სტაბილურობა სწორედ ჯიშობრივ მრავალფროვნებაშია:

“ტრადიციულ ქვეყნებში ძირითადად ასეა. პირველ რიგში ყველა თავის ჯიშს სცემს პატივს. მეორე მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ჯერ არ გვაქვს იმ რაოდენობის ექსპორტი, რომ ადვილად გაყიდვადი ფრანგული ჯიშები გავაშენოთ, რაც ახალმა ქვეყნებმა გამოიყენა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ღვინო ძალიან კარგად ებმის ტურიზმს და ამ შემთხვევაში, შემოსული ტურისტი ნაკლებად თხოულობს უცხოურ ჯიშებს, ის ძირითადად აგილობრივი ტექნოლგიებით და ჯიშებით დაყენებული ღვინით ინტერესდება, რაც ჩემი აზრით სწორია, თუმცა უცხოური ღვინოების გამოყენება კუპაჟში დასამატებლადაც შეიძლება.

როგორც ენოლოგები ამბობენ, ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება ის ძირითადი მარკეტინგული უპირატესობაა, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობის დარგს, დამატებითი ძალისხმვევისგან ათავისუფლებს და იშვიათ შესაძლებლობებს აძლევს ქართული ღვინის ინდუსტრიას, მსოფლიოს წამყვანი ჯიშების ფონზე საკმაოდ წარმატებულად წარმოჩნდეს. ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა, ქართველმა მეღვინემ საკუთარი ბიზნესის განვითარება არა, ერთი ან ორი სახეობის ჯიშის, არამედ ვაზის რამდენიმე სახეობის მოყვანასაც დაუკავშიროს. ინფორმაცია და გამოცდილება უცხოური ჯიშებისგან ღვინის დაყენების შესახებ კი განათლების საკითხია, რომელიც ღვინის უძველესი კულტურის მქონე ნებისმიერ ქვეყანაში, დარგის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უნდა იყოს.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული