Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გურჯაანის ღვინის ფესტივალი

15 ოქტომბერს, ახტალის პარკში  გურჯაანის ღვინის ფესტივალი 3 წლის შემდეგ ისევ გაიმართება. როგორც გვერდიდან ვკითხულობთ, ფესტივალზე 323 ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია იქნება წარმოდგენილი, დიდი და პატარა მარნები. 

ადგილზე 4 განსხვავებული სცენა იქნება  და ფესტივალზე სხვადასხვა მუსიკოსები და ბენდები დაუკრავენ. ღვინის გაყიდვა/დაჭაშნიკებასთან ერთად გასართობი აქტივობები, შეჯიბრი და კონკრუსი იგეგმება. 

უნდა აღინიშნოს, რომ პირველად  International Wine & Spirit Competition ჩატარდება საქართველოში და კონკურსზე მეღვინეები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოებისთვის იბრძოლებენ. რეგისტრაციისა და განცხადებების მიღების ბოლო თარიღი კი, როგორც ვკითხულობთ, 7 ოქტომბერია. 

სარა ებოტი IWSC-ის ჟიურის ხელმძღვანელია, მასთან ერთად ღვინოებს დააგემოვნებენ მეგან კლარკი, სალვატორ კასტანო მთავარი სომელიე Friarwood Wine Importers-დან და მეგი მაკფერსონი. ჟიურიში ქართველი ღვინის ექსპერტებიც არიან, გიორგი დაქიშვილი და ანა გოდაბრელიძე გასინჯავენ. IWSC Wine Judging in Georgia  თბილისში გაიმართება 13 ოქტომბერს, 15 ოქტომბერს კი გურჯაანის ღვინის ფესტივალზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები. „საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის შემდგომ, ბოლო 2 წელიწადში, ბევრი რამ შეიცვალა. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა და მსოფლიოში მიმდინარე არაპროგნოზირებადი მოვლენებისა, საქართველოში უამრავი ღვინის კომპანია დაფუძნდა, განვითარდა და ექსპორტზე გავიდა. ამ სასიამოვნო სიახლეების შესახებ ჩემი ქართველი კოლეგები მუდმივად მესაუბრებიან. 2020 და 2021 წლებში IWSC-ის კონკურსზე წარმოდგენილი იყო ახალი ქართული ღვინოები, რომელთა გემოები ნამდვილად მომაჯადოვებელი იყო“. - აცხადებს სარა ებოტი.

მარიამ გუჯაბიძე, IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი აღნიშნავს, რომ გამარჯვებულებისთვის IWSC-ის ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი მედალი საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრების შანსს უფრო ზრდის: “ეს ნიშნავს, რომ შენ აკმაყოფილებ იმ ხარისხსა და იმ სტანდარტებს, რაც დაწესებული აქვს საერთაშორისო დონის კონკურსს. შეიძლება არ იყო გამარჯვებული,თუმცა, ამას ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა უკვე გარკვეულწილად გამარჯვებასაც ნიშნავს. მეღვინეები წერილობით შეფასებასა და რეკომენდაციებს იღებენ, თუ რატომ ვერ მოხვდა მათი ღვინოები რჩეულთა შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მათგანისთვის”. 

გუჯაბიძე აღნიშნავს, რომ პირველად ამ ჯონკურსის გარეთ გატანა და საქართველოში ჩატარება მხოლოდ ქართველი მეღვინეებისთვის, უკვე ხაზს უსვამს ქართული ღვინის ხარისხსა და კულტურას ღვინის ინდუსტრიაში: “ეს ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის ინდუსტრიისთვისა და იმ მეღვინეებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ”.შეგანხსენებთ, IWSC-თან თანამშრომლობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 

როგორც ორგანიზატორები წერენ, ფესტივალის მიზანი ღვინის ტურიზმის გვანვითარების ხელშეწყობა და ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების უფრო უკეთ გაცნობაა როგორც უცხოელი, ისევე ქართული საზოგადოებისთვის. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული