Home
ქართული | English
აგვისტო 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ესპანური ღვინის რენესანსი

ესპანელი მეღვინეებისთვის ახალი, განსაკუთრებული პერიოდია - მათ ღვინის დაყენება არა ტენდენციებზე აყოლით, არამედ მთლიანად ტერუარის შესაბამისად და მის გამოსახატად დაიწყეს. სწორედ ამას უსვამს ხაზს რობერტო სანტანა, Evinate-ს (ესპანურად „თავისთავადი ღვინო“) დამაარსებელი. მეღვინეთა ეს გაერთიანება ესპანეთის იმ რეგიონებზეა კონცენტრირებული, რომელთა ჩამოყალიბებაც ატლანტის ოკეანის ზეგავლენით მოხდა.

ესპანელი მეღვინეების ეს ახალი ტალღა, რომელიც უნივერსიტეტის მეგობრებისგან შედგება, ტერუარის (ესპანურად terruños) გაცოცხლებასა და გამოხატვაზეა კონცენტრირებული. ისინი ადგილობრივ ესპანურ ვაზის ჯიშებს აშენებენ, აღადგენენ ძველ ვენახებსა და მინიმალური ჩარევით ავთენტური ტერუარის ღვინოში მთლიანად აღბეჭდვას ცდილობენ.

შედეგი მომხიბვლელი ღვინოების სიმრავლეა, რომლებიც მასზე მომუშავე ადამიანების სუფთა ბუნებასა და ბუნებრიობას გამოხატავს.  

ესპანური ღვინის ეს ახალი მიმდინარეობა ნელ-ნელა მსოფლიოში ცნობილი ხდება, რაც მთლიანად ქვეყნის ინდუსტრიას ძალიან ეხმარება.

ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო ორი რეგიონია, Ribeira Sacra და კანარის კუნძულები. აქ მეღვინეთა გაერთიანების ერთ-ერთი წევრი, ჯონათან გარსია, ბუნებრივ ღვინოს აყენებს.

Ribeira Sacra-ს ყველაზე ცნობილი ვაზის ჯიში წითელი მენსიაა, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გაშენებული. მისგან დაყენებული ღვინო დახვეწილობით გამოირჩევა. ასევე, წითელი ხილის, ბროწეულისა და ჟოლოს მცენარეულ ნოტებსაც ამოიცნობთ. ალკოჰოლის დაბალი დონე სიმსუბუქის გრძნობას აჩენს, ასევე მჟავიანობაც დაბალია.

Envínate-ის მიღმა გუნდი  სანტანო, ლაურა რამოსი, ალფონსო ტორენტე და ხოსე მარტინესი, დგას. მათ 2008 წელს მოგზაურობის შემდეგ წამოიწყეს ეს მოძრაობა და ბევრისთვის მისაბაძადაც იქცნენ.  

„ღვინის დამზადების ჩვენი ფილოსოფია ძალიან მარტივია“, ამბობს სანტანა. ღვინოები ნიადაგს, ვენახის ხასიათსა და მიწებზე მომუშავე ხალხის ვნებას ასახავენ. ვენახში ჰერბიციდების გამოყენება აკრძალულია, ისევე როგორც, სინთეზური ქიმიის მარანში. ჭურჭელი, რომელშიც ღვინო ყენდება, მაქსიმალურად ნეიტრალურია.

ეს ჯგუფი ჯამში ოთხ ღვინოს აწარმოებს. თუმცა, რეგიონში სხვა არაერთი თვალსაჩინო მეღვინეა.

კანარის კუნძულები ტურისტებისთვის განსაკუთრებით მომხიბვლელია. თუმცა, ეს ადგილი იმითაცაა ცნობილი, რომ 300 წლის წინ განსაკუთრებით მაღალ ადგილებში ვენახები იყო გაშენებული. აღსანიშნავია, რომ ვაზები თავისუფალია ფილოქსერისგან.

ვაზის ჯიშებს შორის განსაკუთრებით გავრცელებულია listan negro, რომელიც პინო ნუარს ჰგავს და listan blanco, თეთრი ყურძენი, რომელიც ნაადრევად იკრიფება და ხერესშიც იყენებენ.

რამდენიმე წლის წინ ეს ღვინოები ბევრისთვის ცნობილი არ იყო, ახლა კი მსოფლიო აღიარებაც კი აქვთ. გარსია ლიმას თქმით, ეს არც თვითმიზანი ყოფილა და ვერც ივარაუდებდნენ მათი წამოწყებისა და ამ რეგიონების ამგვარ წარმატებას. სწორედ ამის გამო აფასებენ ამ მოვლენებს ესპანური ღვინის რენესანსად. იმავე პროცესებს ბევრი რეგიონი და მეღვინე გადის, რაც მეღვინეობის ახალ თაობას ქმნის, რომელიც სექტორს კიდევ სხვა, ახალ საფეხურზე გადაიყვანს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული