Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები საქართველოში

სარა ებოტი, დიდი ბრიტანელი ღვინის მაგისტრი, ღვინის პროფესიონალების ჯგუფთან ერთად საქართველოს ეწვია.

ღვინის ეროვნული სააგენტო სარა ებოტის მარკეტინგულ კომპანიასთან ,,სვირლ ვაინ გრუფ“ (Swirl Wine Group) 2017 წლიდან თანამშრომლობს. ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ბრიტანელი პროფესიონალების წინაშე ქართული ღვინის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია.

ტურის ფარგლებში ბრიტანელი სომელიეები, რესტორატორები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები, ღვინის კომპანიებსა და მცირე მარნებს - „ორგო“, „მეღვინეობა შუმი“, „კახური ღვინის მარანი“, „კახა ჭოტიაშვილის მარანი“, „ბაბანეურის მარანი“ და „ლაგვინარი“ - ესტუმრნენ. მათ სხვადასხვა სტილის ღვინოები დააგემოვნეს და ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ.

სარა ებოტის ინფორმაციით, ბრიტანეთში ქართულ ღვინოზე ინტერესი მზარდია.

"ჩვენ მოვინახულეთ მცირე მეწარმეები, რომლებიც ქვევრის ღვინოს ამზადებენ, ასევე მსხვილი საწარმოები, სადაც უფრო მეტი სახეობის ღვინო მზადდება. მეღვინეებთან და ღვინის ქარხნების მფლობელებთან შეხვედრისას უამრავი ინფორმაცია მივიღეთ და  არაჩვეულებრივი ღვინოები დავაგემოვნეთ.  ქართული სტუმართმოყვარეობა კი გულგრილს ვერავის დატოვებს ” - აღნიშნა სარა ებოტმა.

კომპანიის „კახური ღვინის მარანი“ მთავარი მეღვინის, თემურ გონჯიშვილის თქმით,  სტუმრებზე, სხვა ღვინოებთან ერთად, განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქვევრის ღვინოებმა მოახდინა.

ტურის დასასრულს ბრიტანელი სტუმრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას სანერგე მეურნეობას  ეწვივნენ, სადაც  ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშების მრავალფეროვნებას გაეცნენ და იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები დააგემოვნეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 45,2 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 109%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.