გამოქვეყნებულია: 14 აპრილი, 2022 - 10:22
სტილი: ქვევრის ტრადიციული ქარვისფერი ღვინო, 6 თვე ჭაჭაზე დავარგებული
ადგილი: კახეთი, ახმეტა, ალავერდი
ჯიში: მწვანე კახური
ალკოჰოლი: 13,5%
ფერი: ელვარე ქარვისფერი
სურნელი: ხმელი ფოთლებისა და ბერგამოტის ჩაის მკვეთრი არომატი იგრძნობა, რომელსაც ხურმის ჩირისა და ნიგვზიანი თეთრი ბლის მურაბის ტონებიც ავსებს.
გემო: მძლავრი ტანინების, მაღალმჟავიანი, გამჭოლი, ენერგიული ღვინოა, ხანგრძლივი დაბოლოებით.
კერძი: საუკეთესოა ხაშლამაზე მისაყოლებლად, ჩაქაფულისთვის, ღორის მწვადთან.
მიტანის ტემპერატურა: 12–14°
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი