Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე" 2023 - შემოდგომის ღვინის ფესტივალი მზიან მთაწმინდაზე

21 ოქტომბერს, შემოდგომის ძალიან თბილ და მზიან დღეს მცირე მარნების ღვინის ფესტივალი ისევ იქ ჩატარდა, სადაც უკვე რამდენიმე წელია იმართება, მთაწმინდის პარკში. ამ წელს 35-მა მეღვინეობამ და მცირე მარანმა მიიღო მონაწილეობა, მოყვარულებთან ერთად კი ფესტივალს ღვინის ექსპერტები, მწერლები, ღვინის მცოდნეები და მწერლები სტუმრობდნენ. “მცირე მარნების ფესტივალზე” შეხვდებოდით ძველ მეღვინეობებსაც და მათაც, რომლებიც სულ ახლახანს შემოვიდნენ ღვინის ბაზარზე.

ფესტივალზე სხვადასხვა საინტერესო ღვინოსა და კატეგორიას შეხვდებოდით, როგორც მელიტონის მეღვინეობიდან საუბრობენ, წლევანდელი ფესტივალის რჩეული ღვინო ბოლნისის რქაწითელია, რომელსაც ციტრუსის, მსხლის, ანანასის არომატები ახასიათებს: “დღევანდელ ფესტივალზე ჩვენი ბოლნისური რქაწითელის გარდა ძალიან პოპულარული იყო შავი მუსკატი, რომელსაც აქვს ვარდის, შავი პილპილის, ევკალიპტის, შოკოლადის სურლენება აქვს. სტუმრებს განსაკუთრებით მოსწონთ ქვევრის ეს ღვინო, თუმცა დღეს ყველაზე გამორჩეული ღვინო მაინც ბოლნისის რქაწითელია. უხდება ამინდს და მსუბუქია.” - აღნიშნავს ნიკოლოზ ყალიჩავა.

ფესტივალზე შეხვდებოდით მარნებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, გურულ, კახურ, იმერულ და რაჭულ ღვინოებს. “უწყინარი” საოჯახო მარანია, სადაც რაჭულსა და კახურ ჯიშებს იყენებენ ღვინის დასაყენებლად: "რაჭულიდან წარმოდგენილი გვაქვს წულიკიძის თეთრა, კახურიდან კი რქაწითელი, მწვანე, ქისი, ხიხვლი და ნახევრადმშრალი საფერავი, რომელიც ასევე ქვევრშია დავარგებული. ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის, ზოგადად, მცირე მარნების პოპულარიზაციისთვის, ახალი კონტაქტებისთვის, ურთიერთობებისთვის, ცნობადობის ამაღლების კუთხით და ა.შ." - გვიამბობს შოთიკო წულუკიძე.

ამ ღონისძიების ძირითადი იდეა ქართული მცირე მეღვინეობების პოპულარიზაციაა. ღვინის დამწყები მწარმოებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ღონისძიებები, რათა უფრო მეტი აღმოაჩინონ, შეისწავლონ. "პატარა მარნიდან" თეა სტურუა გვესაუბრება: "ვფიქრობ, ნებისმიერი ფესტივალი კარგია მარკეტინგული ინსტრუმენტი მეწარმისთვის: გაზარდოს ცნობადობა, მოიზიდოს მომხმარებელი, თავად წარადგინონ საკუთარი პროდუქცია. ის, რომ ფესტივალზე მხოლოდ „მცირე მარნები“ იქნებიან წარმოდგენილი, რომლებსაც არ აქვთ ფუფუნება ჰყავდეთ მარკეტინგის სპეციალისტები, ექსპორტის მენეჯერები, ფლუერენსერები და ა.შ, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა: ერთის მხრივ ეცნობი „შენს სეგმენტს“, ამყარებ კავშირებს, აკვირდები, სწავლობ მათ როგორც კონკურენტებს, მეორეს მხრივ, ფესტივალის სტუმრები უპირატესად არიან მცირე ფერმერული ღვინოების მოყვარულები და ექსპორტიორები, რომლებიც შეიძლება „მცირე მარნების“ პოტენციური კლიენტები გახდნენ."

როგორც "ნიკოს ღვინიდან" აღნიშნავენ, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის შენიშვნებიც, რჩევებიც, ახალი ინფორმაციაც, რითაც ფესტივალი საშუალებას აძლევს მეღვინეებს, უფრო განვითართდნენ და ღვინის მოყვარულებთან, მცოდნეებთან და ექსპერტებთან უფრო მჭიდრო კომუნიკაცია დაამყარონ: "პირველ რიგში, ძალიან გვიხარია, რომ ფართო აუდიტორიას უნდა გავაცნოთ ჩვენი ღვინო. მათი აზრი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რა მოსწონთ ჩვენს ღვინოში, რა არა. დღეს ყველაზე პოპულარული ღვინო ქისია, თუმცა მის გარდა პინო საფერავი გვაქვს წარმოდგენილი".

"ჯანაარის მეღვინეობა" მცირე მარნების ღვინის ფესტივალზე პირველად იღებენ მონაწილეობას, რაც ძალიან სასიამოვნო და განსაკუთრებული შეგრძნებაა. თუმცა, თამაზ ძამუკაშვილი როგორც გვიამბობს, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ღვინის კატეგორიის ღვინო აქვს გამოფენილი, სტუმრების ნაწილს ტკბილი ან ნახევრად მშრალი ღვინოები მოსწონთ. თუმცა "ხედი ვაინიდან" კი გვიამბობენ, რომ დღეის გამორჩეული ღვინო ხიხვია.

2016 წლიდან "მცირე მარნების ღვინის ფესტივალი" ყოველ წელს იმართება, რომლის მთავარი ორგანიზატორიც "ღვინის კლუბი" და ღვინის ეროვნული სააგენტოა. მთაწმინდის პარკში წელს 40-მდე მცირე მარანი იყო წარმოდგენილი საქართველოს ყველა ღვინის რეგიონიდან.

მთლიანობაში, შემოდგომის ფესტივალი მზიანი ამინდითა და ახალ-ახალი ღვინოებით ყველა იქ მყოფისთვის დასამახსოვრებელი დღე აღმოჩნდა. ღვინის ფესტივალზე თითქოს ყველა ერთიანდება, ღვინის მოყვარულიც, ექსპერტიც, მეღვინეებიცა და მთაწმინდის პარკში შემთხვევით მოხვედრილი სტუმრებიც!

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული